გიორგი აბუაშვილი "პორტუდან" "პეტროლულში" გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუ" დატოვა და რუმინეთის ქალაქ პლოეშტის "პეტროლულში" გადავიდა.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, "პორტუში" 2021 წლის 23 მაისს ჩაირიცხა (ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა), პირველ გუნდში თამაშის საშუალება კი არ მიეცა. გიორგი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.

"პეტროლული" 7 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატზე 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს "ოცელულს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამიტომაცაა, სანამ უცხოეთში წახვალ ეროვნულ ლიგაში ერთი წელიწადი მაინც უნდა გქონდეს ნათამაშები. ახლა, ისე გამოდის, 20 წლისაა უკვე და პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია ფეხბურთი.
კრიტიკოსი
30 აგვისტო 2023 23:39
0
რუსებმა გააფუჭენ
ქუთაისელი
30 აგვისტო 2023 21:44
6
ისეთი ნიჭიერი და ტექნიკური ბიჭია, მენანება პეტროულისთვის! დინამოს დახატავდა, მარტო მისი ფინტების და არაორდინალური გადაწყვეტილებების გამო ივლიდა ხალხის სტადიონზე
ლადო
30 აგვისტო 2023 19:23
0
რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ პორტუსნაირ გუნდში ვერ დაიმკვიდრა თავი და დაბალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში უწევს გადასვლა, მაგრამ არაუშავს. ასაკი ხელს უწყობს და პოტენციალი თუ არის ჯერ კიდევ შეიძლება უმაღლეს დონემდე ასვლა. სათამაშო დრო და გამოცდილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ასე რომ გული არ უნდა გაიტეხოს და პირიქით შესაძლებლობად და ტრამპლინად განიხილოს ეს ამბავი.
karoche
30 აგვისტო 2023 19:19
2
და პრინციპში რუმინეთის ჩემპიონატი არც ისე ცუდია. მუდმივად თამაშობენ მათი გუნდები ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე. სტიაუა, კლუჟი, რაპიდი მაღალი დონის გუნების წინაარმდეგ მოუწევს თამაში და გამოცდილებას შეიძენს. ასეთ გუნდში ძირითადის ფეხბურთელობა უნდა გაქაჩოს და მერე და მერე ყველაფერი იქნება. სტაბილურად თამაში ნაკრებში ადგილსაც ნისნავს, ნახევარდაცვაში სულ როტაცია გვაქვს და გვიჭირს, შესაბამისად ეგეც კარგი შანსი იქნება. მოკლედ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
karoche
30 აგვისტო 2023 21:37
2

სიახლეები პოპულარული