"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

49 წლის სპეციალისტის თქმით, მას განსაკუთრებით მოსწონს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ფორვარდს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.

"გიორგი გოლების გატანაში განსაკუთრებით კარგია. ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, თუმცა ახლა ვარჯიშებზეც ვიხილეთ. მას კარში ყველა პოზიციიდან დარტყმა შეუძლია. მიქაუტაძის ნამდვილად მჯერა.

განსაკუთრებით მომწონს ის ფაქტი, რომ შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. იმედი მაქვს, კუდუსს მალე დაგვავიწყებს", - განაცხადა სტეინმა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" 16 მილიონი ევროს (+3 მილიონი ბონუსის სახით) სანაცვლოდ შეუერთდა. გიორგი ახალ
კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

altოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

alt"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო" - გიორგი მიქაუტაძე

alt"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოლთაცვენა მოვიდა ბიჭო რა კუდუსუნი, არველაძის მერე მსოფლიო დონის თავდამსხმელი გვეღირსა! გიო შემოგევლე!
დიმო
31 აგვისტო 2023 13:03
1
კუდუსი არა კუტუსი, ეს გიორგი მიქაუტაძეა, მომავალი გერდ მიულერი
ბმბ
31 აგვისტო 2023 12:49
2
ვგულშემატკივრობთ მეთელი გულით!
ლადო
31 აგვისტო 2023 11:44
1
აიაქსი ვერ მოხვდა ლიგაზე?
ასე დაკნინდა ეს გუნდი?
las
31 აგვისტო 2023 11:16
22
Kvelaze magar da titulovan gundshi qartvelevidan dges miqautadzea
Ika
31 აგვისტო 2023 12:13
0
კუდუსს დაგვავიწყებს რა,ვოლტარენის რეკლამაა?
Levani
01 სექტემბერი 2023 02:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული