ხვიჩა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" რადარზე - Areanapoli ქართველი ფეხბურთელის მიმართ გიგანტების ინტერესზე წერს

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის გიგანტები ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით ინტერესდებიან. 

როგორც ინგლისური მედიები წერენ, "ნაპოლის" ხელმძღვანელობას იანვრიდან ივნისის ჩათვლის შეთავაზებას გაუკეთებენ, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გაჩარხონ. 

მოგეხსენებათ, თავად "კვარას" სურს, რომ "პარტენოპეის" შემადგენლობაში დარჩეს, თუმცა მეორეს მხრივ, პრეიმერ ლიგიდან საუბარი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულზე" გვაქვს, რომლებიც თანხას არ დაიშურებენ, რომ ხვიჩა მათ შემადგნელობაში აღმოჩნდნენ, დე ლაურენტისი კი მსუყე შეთავაზების შემთხვევაში ქართველს სავარაუდოდ შეელევა. 

მოგეხსენებათ, იურგენ კლოპს კვარაცხელია ძალიან მოსწონს, ამასთან ერთად მოჰამედ სალაჰი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს, სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება ჩვენებური, რაც
შეეხება "იუნაიტედს", წამყვანი ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები უკვე აქტიურად წერენ, რომ ტენ ჰაგისა და სამწვრთნელო შტაბის სურვილია, რომ ხვიჩა "წითელ ეშმაკებს" ზამთარში იჯარის წესით შეუერთდეს.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კიი მარა თუარ მოუმატა ხვიჩამ,ეს ლაპარაკი ლაპარაკად დარჩება.თითქოს მარტამდე სხვა ფეხბურთელი იყო და მარტის მერე სულ სხვა.6 თვიანი ჩავარდნა სტაბილურობაზე არ მეტყველებს,ამ დონის გრანდები ყველაფერს,ყველა წვრილმანს აკვირდებიან.თუ ახალ წლამდე ხვიჩამ მიმიმუმ 5-7 გოლი არ გაოტანა,ან ამდენივე საგოლე პასი არ გააკეთა,უკვე დაეჭვდება ყველა ამ ბიჭის რეალურ შესაძლებლობებში.წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭუნას.
Master
18:42 16-09-2023
3
მანჩესტერში მინდა :))
beqa
17:56 16-09-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული