მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეხუთე ტურში „აიაქსი“ სტუმრად „ტვენტესთან“ 1:3 დამარცხდა.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით მე-12 ადგილზეა, 21 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „მარსელს“ უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ნიდერლანდების ჩემპიონატზე „ფეიენოორდს“.

ენსხედე. „გროლს ვესტე“. 30 000 მაყურებელი
ტვენტე - აიაქსი 3:1
გოლები: 1:0 როტსი (7), 2:0 შტეინი (11), 2:1 ბრობი (34), 3:1 უნუვარი (79)

მკითხველის კომენტარები / 18 /
როდესაც სადმე გადადიხარ, მინიმუმ ის მაინც უნდა გაიგო, იმ გუნდში რა მდგომარეობაა. ასე აიაქსიაო და სახელს გაეკიდო... და ეს აიაქსი უახლოეს წლებში ან აეწყობა ან არა, წელს რომ ევროპის ვერცერთ ლიგაზე ვერ გავა აგერ მე და აგერ თქვენ. ხოდა საუკეთესო წლები მანდ უნდა კარგოს მიქაუტაძემ? სერიოზული პროგრესი ქონდა, ეთამაშა ლიგა ერთში მეცის შემადგენლობაში, ორი გოლი უკვე გატანილი ქონდა და საერთო ჯამში ათ გოლზეც რომ ასულიყო სეზონის მანძილზე, ტოპ ლიგის ნორმალურ გუნდში გადავიდოდა და არა ნიდერლანდებში და ისიც კრიზისში მყოფი გუნდში. ლიგა ერთი პირდაპირ საბადოა ევროპის წამყვანი გუნდებისათვის - იმდენი ფეხბურთელი მიყავთ იქიდან ამ ბოლო წლებში. ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა არ მესმის!
არტ
20:56 17-09-2023
13
სუპ 30 წუთი ითამაშა ადამიანმა და რა პანიკები ატეხეთ ხალხო... კიქაუტაძეს სერენში გადასვლანდე რამდენი ბრძოლა აქვს გამოვლილი თქვენ არ იცით. მარტო შარშან გაიგეთ რო თურმე ბომბარდირი გახდა? აბა იქნებ დაფიქრდეთ, ევროპა ლიგაზეა გუნდი და მწვრთნელს მოწონს ძალიან (მისი ინიციატივა იყო იქ გადაყვანა) ამ არეული აიაქსის "მხსნელივით" ან ნათელი წერტილი რო გახდება, უფრო თვალსაჩინო იქნება მისი წარმატება, უფრო გამოჩნდება... სარისკოსავით კი ჩანს მარა არც ეგრეა საქმე. მეციც კი არ ათამაშებდა ბიჭს ორი სეზონი და მოინდომა, იშრომა და ბოლოს ლიონის აკადემიიდან გამოშვებული ლიონისთვისვე მიუწვდომელი იყო... ადროვეთ ცოტა ხანი რა გჭირთ... ყველაფერი ეხლა და ამ წუთას რო გინდათ იმიტომ გვაქვს აწყობილი საქმე (მეც მათ შორის, მარა თეორიაში მაინც ვხვდები მე რო ეგრე არაა)
რა მაფიაა?
23:48 17-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული