"ხარისხის ნაკლებობაა, ცუდად შემოვიდა" - "ფეიენოორდის" ყოფილი კაპიტანი მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
ერედივიოზონის მე-5 ტურში "ტვენტემ" "აიაქსს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ ამსტერდამელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც გააკრიტიკა.

"ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. სივერტ მანსვერკის თამაშით შოკირებული დავრჩი, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, ჩუბა აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე, ინგლისელი რა პოზიციაზე თამაშობდა", - განაცხადა
აკპომმა.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მორის შტეინის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, ევროპალიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.

altმიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]

altმიქაუტაძე "მეცის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ESPN -ს ცნობილმა მოექსპერტო დასკვნოლოგმა, მორჩა რა ტრაქტორების ყოველწლიურ რბოლის და სტრაუსების ბეისბოლის დეტალურ განხილვას, როგორც იქნა მოიცალა მიქაუტაძესთვისაც.
ესე იგი, ადამიანმა 2 (ორი!) არასრული მატჩი ჩაატარა ახალგადასულ გუნდში და ისე სთხოვს, გეგონება სკოლის მერე ამსტერდამში იყოს.
საქმე არ გაქვს ვიღაცა ხარ? როგორ ყველა ჩვენიანის ცუდით ან წარუმატებლობით ხარობს, ეს ღვარძლიანები. ჟორჟიკას და ყველა ჩვენიანს წარმატება და წინსვლა!
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
18 სექტემბერი 2023 22:28
2
ეს ბიჭი არის ცენტრ ფორვარდი და თუ უცვლით პოზიციას მინიმუმ დააცედეთ ორი თამაში ჩაატარა !! მაქსიმუმ კარგი გუნდი უნდა იყოს რო აათამაშოთ. დაცვას მიხედოთ ჯობია დაცვაას არც საყრდენი ზონა ვარგა! რა გადაეკიდეს ამ მიქაუტაძეს
beqa
18 სექტემბერი 2023 12:37
2
პირველ რიგში წარამებები გიოს. ის როგორც ამ აიაქსის ისე ნებისმიერი კარგი დონის ევროპული გუნდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ეს აიაქსი საშუალო გუნდიც არ არის, ცუდი გუნდია)
რაც შეეხება მის არჩევანს, ვთვლი რომ შეცდა, კვარამ საუკუნის საქმე გააკეთა იტალიაში, ისე არ გვიყურებენ როგორც მესამე დონის საფეხბურთო ქვეყანას, აი ჰოლანდიელებს კი ზოგადათ ეგ ჩვევიათ, კუჭში რომ გადიან ფიქრობენ რომ მათ განავალს ვარდის სუნი ადის. კარდინალური განსხვავებაა ქართველის მენტალიტეტს და ჰოლანდიელს შორის. არ უნდა დახამებოდა სახელს, ლაციოში სამ თამაშში ერთი გოლი რომ გაეტანა ერთ ადგილას აკოცებდნენ, აიაქსში კი გონიათ რომ ისევ ის დიდი გუნდი ყავთ და მით უმეტეს ფორვარდს თამაში ორი თუ ვერ შეაგდო კარგ ფორვარდათ არ თვლიან.
მაგრამ რახან ასე გადაწყვიტა ახლა შუააზე უნდა გაიხეს რომ დაამტკიცოს თავის კლასი. მთავარია მწვრთნეი არ აყვეს პრესის ნარატივს და გიომ ვარჯიში არ მოაკლოს. არ ვიცი რა აი ზუსტად ვიცოდი ასე მოხდებოდა:(
saba
18 სექტემბერი 2023 15:56
0
აიაქსს მეცი დაანგრევს რომ შეახვედრო .რატო აირია ამ ბიჭმა ცხოვრება ვერ ვხვდები.
რიო
18 სექტემბერი 2023 12:53
7
ჯერ ერთი,თვითონ აიაქსი,ძალიან გაახალგაზრდავდა,ლიდერები წავიდნენ და მათ ადგილებზე ახალგაზრდობა დააყენეს.რა თქმა უნდა დროა საჭირო,ახალი სახის საპოვნელად,ერთმანეთთან და მწვრთნელთან საერთო ენის გამოსანახავად.ამათგან განსხვავებით,მიქაუტაძე,კიდევ უფრო გვიან მივიდა გუნდში და მათთან ერთად,შეკრებაც კი არ გაუვლია.ისედაც დაულაგებელ გუნდთან,რა თქმა უნდა მისი შეთამაშება,კიდევ უფრო გაძნელებულია,მით უფრო,რომ მეცის თამაში,ძალიან განსხვავდება,აიაქსის ტრადიციული თამაშისაგან.მიქაუტაძე,ახალ გუნდში მისვლის შემდეგ,დაახლოებით ორი თვის მერე იწყებს ხოლმე გოლების გატანას და იმედი ვიქონიოთ,არც აქ გაუგრძელდება,მშრალი პერიოდი,უფრო მეტად.თუ არა და ზამთრის შეკრების ერთად გავლის შემდეგ,აუცილებლად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
სოსო
18 სექტემბერი 2023 16:51
0
წარმატებები გიოს ამ ექსპერტის გამზრდელი კი ყველა ბრუნვაში ვატრიალე.
Გიო
18 სექტემბერი 2023 18:57
0
ესენი ვერ არიან ჯანმრთელად. ამათი ბანძი გუნდი (არ დამიწყოტ ახლა აიაქსიო, ისტორიაო, ისტორიაზე არ ვლაპარაკობ, მაგრები იყვნენ, დღევანდელი გუნდი კი ნამდვილად ბანძია) სამ ზუსტ პასს ვერ აკეთებს მოწინააღმდეგის ნახევაერზე გადაბმულად და რა უნდა ქნას მიქაუტაძემ, ჩამოვიდეს თავის კართან, აიღოს ბურთი, დრიბლინგით მივიდეს მოწინააღმდეგის კართან და გაიტანოს?! წინა თამაშში ერთადერთი იყო, ვინც საერთოდ რაღაც მაინც გააკეტა მინდორზე და უკმაყოფილები იყვენენ, ახლა პასი ვერ მიცეს ნორმალური ვერცერთხელ და რაღაც პრეტენზიები აქვთ კიდევ. მაგრა მიქარა მანდ რომ გადავიდა!
კაი ერთი
18 სექტემბერი 2023 13:54
0
საქართველოს ნაკრებს ხო გავს აიაქსი რანაირად თამაზსობენ
beqa
18 სექტემბერი 2023 17:34
0
ყველა ექსპერტებმა დააყენეთ ერთი ადგილი, ვინც უყურა აიაქსის თამაშებს, გამოუცდელი თვალითაც შეამჩნევდა, რომ ეს გუნდი არაა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, შეუთამაშებლები არიან, ყველა თავისას აწვება, არავითარი გუნდურობა. იმედია შეთამაშდებიან და ყველაფერი დალაგდება. გიოს აიაქსში გადასვლა ძალიანაც სწორი ნაბიჯი იყო, ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ერედივიზიონშიც და კიდევ უფრო მაღალ დონეზედაც.
q
18 სექტემბერი 2023 14:05
8
კიდე მაგას იძახი სწორი ნაბიჯი იყოო აიაქსში გადასვლაო, სასტაულია რა
?
18 სექტემბერი 2023 19:07
4
ქართულად წერა გესწავლა არ სჯობდა?
????
19 სექტემბერი 2023 15:37
0
ჯობდა მეცში დარჩენილიყო, მეცში აფასებდნენ!
მერაბი
19 სექტემბერი 2023 09:48
0
აქაც შემოესია სანაიას ნაცხროვა…
asea
18 სექტემბერი 2023 21:48
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული