როგორი შეფასება დაიმსახურა შეცვლით უკმაყოფილო კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.

იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებს, ანალიტიკურმა საიტებმა კი ტრადიციულად მაღალი შეფასება დაუწერეს - Whoscored-მა და Sofascore-მა 7.4, ხოლო Flashscore-მა 7.6.

ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საუკეთესო კი ჯოვანი დი ლორენცომ - 8.8.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რათქმაუნდა მაღალი შეფასება დაიმსახურა რადგან კარგად ითამაშა. ორი ასისტი მაინც უნდა ჰქონოდა რომ გაეტანათ იმათ. გოლიც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.
არამგონია შეცვლა ასეთი ტრაგედია იყოს როგორც თავად აღიქვა დღეს. სპალეტიც ცვლიდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მის საუკეთესოობაში. მაშინაც უკმაყოფილო გადიოდა მაგრამ ახლა უფრო განერვიულებული ჩანს და სულ ტყუილადაა ეგრე. ძალიან ემოციურია, რუბინში პენალი რომ ვერ გაიტანა და იტირა კარგად მახსოვს. არ შეიძლება ასე, ნერვებს თუ აყვება, მხოლოდ ზიანს მოუტანს. აქედანაც ხელს "უწყობენ" ჩვენები.
დღეს გაიტანს, ხვალ გაიტანს და რაღაც პრიმიტიული პოსტებით, თითქოს გოლის გატანა იყოს მარტო ფეხბურთი. თან ამას ჩვეულებრივი ხალხი კი არ აკეთებს, ვინც ეკრვევა საქმეში ისინიც აკეთებენ და ცდილობენ მეტად დასტრესონ. არ მინდა დავიჯერო, რომ სპეციალურად კეთდება ეგ...

გოლები რომ გაჰქონდა მაშინაც და რომ აღარ გაჰქონდა მერეც, უდიდესია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში. წელს ძალიან ცოტა თამაში ჩატარდა ჯერ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია გუნდი მაგრამ შარშან როგორც ტრიუმფით დაიწყო ყველაფერი და ტრიუმფით დასრულდა, ისე არ მგონია წელს მოხდეს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ხვიჩამ უნდა გააგრძელოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება და ლაღი თამაში, როგორც აქამდე აკეთებდა. რუბინში ერთ სეზონში 4 გოლი ჰქონდა და საუკეთესოდ ასახელებდნენ, რადგან ულამაზეს სანახაობრივ თამაშებს დებდა, 20 გოლიანი დესპოტოვიჩი ვერ ხდებოდა საუკეთესო. ასევე უხვ გოლიანი ოსიმენი ვერ გახდა წელს საუკეთესო რადგან ხვიჩამ უფრო დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში.
ძალიან ცუდია თუ თვითონ ხვიჩა მისცემს თავს დათრგუნვის საშუალებას ამ უგოლო სერიის გამო.
პროფესიონალია და არამგონია ეგრე მოიქცეს. თუ ძალიან ჩაეციკლება ამ გოლის გატანა არ გატანას, უფრო მეტხანს გაუგრძელდება უგოლო სერია და ვიღაცეებს მართლა ჰგონიათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვის უგოლო სერია ტრაგედია. აი ხვიჩა რომ გყავს, და შეგიძლია მისი გენიალური მოძრაობებით დატკბე, ვინ ნორმალური დაუთვლიდა გოლებს, ცენტრ ფორვარდია თუ რა?
მაგრამ თვითონ უნდა ბევრი გაიტანოს და ეგაა პრობლემა ზუსტად. თვითონ ვერ ხვდება რამხელა ძალაა გუნდისთვის და უგოლო სერიის გამო ნერვიულობს. არვიცი, გარსიას ნათვქმიდან ეგ დასკვნა გამოვიტანე. შეიძლება ვცდები.
თავისი ფასი უნდა ისწავლოს და ხელის აწევით ბოდიშების ხდა და თავმდაბლობები აღარაა საჭირო. ბავშვობიდანაც უნდა გამოვიდეს ნელ-ნელა.
მარტო ამისთვის გავაკრიტიკებდი პირადად მე.
ადრე თქვა, რომ მაქსიმალისტია და თუ რაღაც კარგად არ გამოსდის ჯობია საერთოდ არ გააკეთოს. არ მინდა ერთხელაც იფიქროს, რომ რაღაც არ გამოდის და საერთოდ გაჩერდეს.
სისუსტეს თუ შეგამჩნევენ, ყველა წაგესევა, ისედაც აფთრებივით არიან მოჩერებული ფეხის დაცდენაზე.
ასე რომ მხოლოდ წინ, ხვიჩა!❤️
Skeleton
21 სექტემბერი 2023 03:11
12
გიორგი დიდი მადლობა მაგრამ ნახეთ რას წერენ? ასეთი დონის ადამიანებში რაიმე როგორ უნდა გამოაქვეყნო? სერიოზული პრობლემა აქვს ხალხს. წერა-კითხვის, წაკითხულიდან აზრის გამოტანის და საერთოდ აზროვნების.
არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარს რომ დაწერ, იმაზე პასუხი რომ არ აქვთ და შეურაცხყოფას გაყენებენ ასეთ მასაში რა უნდა გააკეთო?
ამ ველურებთან საერთო არაფერი მექნება. უბრალოდ ხვიჩას გულშემატკივარი და მხოლოდ ამ საიტზე ვწერ ხოლმე არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარებს. ყოველთვის მართალი აღმოვჩნდი როცა დავიცავი. ჩემი დასაცავი რა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვითმენ ამ განუვითარებელი ბრბოსგან დაუმსახურებელი ტალახი რომ ხვდება. ვიცი ხართ ჩემნაირი გულშემატკივარი აქ მაგრამ ძალიან ცოტანი, რადგან ნაგავს მიაქვს აქაურობა და მართლა ნორმალური, განვითარებული და ჩამოყალიბებული ადამიანები ვერ ვახერხებთ ამხელა სიბინძურეში კორექტულად აზრის გამოთქმას.
მადლობა კიდევ ერთხელ.
იმედია ეს შეიცვლება და სირცხვილი გახდება მსგავსი გონებრივად ჩამორჩენილი, აგრესიული კომენტარების გაკეთება.
Skeleton
21 სექტემბერი 2023 13:15
1
ადრეც მითქვამს და ახლაც დავეთანხმები გიორგის.სკელეტონს აქვს ქართულ ენაზე გამართულად წერის და ანალიზის მაღალი დონე.არ ვიცი,ვინ არის,სად ცხოვრობს და მუშაობს,აქვს თუ არა ამ საიტზე მუშაობის სურვილი,მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია, საიტის მკითხველთა რიგებიდან,მის ჟურნალისტთა რიგებში გადაინაცვლოს.რაც შეეხება ზოგიერთი მკითხველის უღირს გამოხმაურებებს,"შპანა"ქუჩაშიც "შპანაა"და ინტერნეტ სივრცეშიც.ძალიან ნერვების მომშლელია,მაგრამ მათთვის ყურადღების მიქცევა,არ ღირს."კოკასა შიგან რაცა სდგას,იგივე წარმოსდინდების!"ეტყობა ბევრი უდგათ და ღვრიან,დაუნანებლად.
სოსო
21 სექტემბერი 2023 16:27
0
ყველა გამოხმაურება
რატომ უნდა დაკარგოს დრო კაცმა იმაში, რაც სრულებით არ გაინტსრესებს? და თუ ფეხბურთი შენი სპორტია (არამხოლოდ სპორტი) როგორ შეიძლება ხვიჩა რაიმე სხვა კონტექსტით მოიხსენიო. მასში ხომ არის ყველაფერი ის, რისთვისაც გიყვარს ეს სპორტი. ასეთი ბიჭები ქმნიან შედევრებს ფეხბურთში. ქართველებს ასეთი ფეხბურთელი 20-30 წელში ერთხელ თუ გაგვეზრდება. ეხლა დაგვიდგა ეს ბედნიერი დრო და რაც არ უნდა მოხდეს მე ბედნიერი ვარ რომ ეს სწორედ ეხლა მოხდა, მქონდა და მაქვს საშუალება მისი თამაშით დავტკბე.ამის ფუფუნება ყოველთვის და ყველა თაობას არ ექნება და იფიქრეთ ამაზე.რაც შეეხება ნაპოლის: ხვიჩა არ არის მარადონა და მარტო ვერ ითავებს გუნდის გაძღოლას, ამას არც დაანებებენ გარკვეული მიზეზებისდა გამო. ნაპოლის, კვარამდე ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც აძლიერებს, ბრწყინვალებას ახლევს ნორმალურ, კარგ გუნდს. ის ერთერთია იმათგან, რომელთა გარეშე რაგინდ კარგი გუნდი დიდ შედეგებს ვერ დადებს და ვერც შედევრალურ თამაშებს ვერ ითამაშებს.გარსიას ნაპოლი ჯერჯერობით ამათუიმ მიზეზის გამო შორსაა წესიერი ფეხბურთისაგან. კვარას ამ სიტუაციაში მოთხოვო უმაღლესი დონის ჩვენება ისეთივე აბსურდია, როგორც მისთვის იმაზე რომ გესაყვედურა რუბინთან ერთად ევროპული თასი რატომ ვერ მოიგოო (ასეთებიც არიან
ამატაკი
21 სექტემბერი 2023 14:22
3
კვარადონაც შეიფერა, არა არ ვარო არ უთქვამს, არადა კვარადონა მარადონამდე ისეა დაცილებული როგორც მთვარე მარსიდან.
ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან.
ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც.
აბა შენ იცი.
ასეა ეს
21 სექტემბერი 2023 14:32
22
ვისაც არ მოგწონთ ჩემი ვრცელი და გრამატიკულად გამართული ტექსტები, ნუ წაიკითხავთ, ძალიან ბევრი ქუჩურ-ორღობული კომენტარია აქვე და იმათ დაეთანხმეთ. არის აქ წერა-კითხვის მცოდნე ხალხი და იმათთვის ვწერ, თქვენთვის ნამდვილად არა.
15 წელი მაინც არის რაც ფეხბურთს ვუყურებ და მიუხედავად ზოგჯერ ცუდი გამოცდილებისა, მიუხედავად ხალხის ბრბოდ გადაქცევისა, მაინც ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ ფეხბურთი მარტო ეგზალტირებული, აგრესიული და მაგინებელი მასის სპორტია და მისი არგუმენტირებულად და ცივილურად განხილვა არ შეიძლება. რაც არ უნდა ეცადოთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ, მაინც მექნება ნორმალური და ჩამოყალიბებული ფეხბურთის გულშეატკივრის არსებობის იმედი, თუნდაც არ მეთანხმებოდეს ჩემს მოსაზრებებში.❤️
Skeleton
21 სექტემბერი 2023 13:40
4
ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარეა ხვიჩას ფორმა, მგონია რომ ფიზიკური კონდიციები ტოვებს უკეთესის სურვილს, უბურთოდ ამოვარდნილია გუნდიდან, ართმევებში ძალზე სუსტია, პასიურია პოზიციური შეტევისას და ხშირადაც ვერ ამჩნევენ, თუ დააკვირდებით ამ თამაშიც იყო ეპიზოდები-მინიმუმ 2, როცა პასიურად ელოდებოდა შეამჩნევდნენ თუ არა. რაღაც ხდება გუნდშიც, ეს გარსიას კომპეტენცია, ხვიჩა მონდომებულია და იმედია ყველაფერი გამოსწორდება, ნაკრების წარუმატებლობამაც სავარაუდოდ უარყოფითი ფონი გაუძლიერა...
გუსანი
21 სექტემბერი 2023 12:05
1
შარშან ბრწყინავდა,დაფრინავდა,დამცველებს თავბრუსახვევდა.წელს იმის ნახევარია.ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება.გაგულავდა და ვარჯიშს მოუკლო.ვერც სპალეტი და ვერც გარსია ამას ვერ უშველიან.თვითონ უნდა მოვიდეს აზრზე სანამ გვიან არ არის.
ჩემი აზრით
21 სექტემბერი 2023 13:55
4
სრული ჭეშმარიტებაა.ნაკლები ნერვიულობა და მეტი ხალისი ვუსურვოთ ხვიჩას.კიდევ უკეთესი,რაც მას უნდა დაჩვენც გვინდა მალე მოვა.რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური მომზადება,შრომა და ვარჯიში აუცილებელია. დღეს კრეატივი სულ პატარა ნიუანსებშია.
ილია
21 სექტემბერი 2023 11:46
1
გარსია ისეთი ნაბ..არი ჩანს, არაა გამორიცხული რეალთან სათადარიგო იყოს კვარაცხელია. ისე ეტყობა რომ გულგატეხილია ყველაზე დაბალი ხელფასით, მაგრამ ეგ იცის უაზროდ დადებულმა კონტრაქტმა
David
21 სექტემბერი 2023 08:39
2
ძალიან სწორი და პროფესიონალური შეფასებაა ამ ვრცელ კომენტარში. მადლობა skeleton შენ ჩემი და კიდევ ბევრი გულშემატკივრის სათქმელი თქვი
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2023 10:48
1
დაჯდება ეს სკამზე მყარად. უნდა ვაღიაროთ, რომ შარშანდელი სეზონი იყო მოულოდნელობის ეფექტი. ყველამ ისწავლა მისი თამაში და მორჩა ამის სენსაციურობა. იქნება ნორმალური საშუალო დონის გარემარბი, თუ მწვრთნელების პატივისცემას ისწავლის და ძალიან თავში არ აუვარდება. 85 ლიმონზე რო ავარდა ფასი ჩამოვა 12 წლის მანძილზე 30-ზე. არაა მისი ფსიქიკა სიდიადისა და ლიდერობისთვის შექმნილი. არც საკმარისი კრეატივი და მოედნის ხედვა აქვს, რომ ეს დააკომპენსიროს. თუმცა მადლობა იმ სასწაული სეზონისთვის. დაგვრჩება გასახსენებლად
21 სექტემბერი 2023 09:29
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული