ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
მაგარი მოპუტკუნებულია და სისწრაფე დაკარგული აქვს.. დარტყმა არ უვარგოდა რაც წინა სეზონის მეორე ნახეცარში გამოჩნდა.. თუ ნახავთ გოლებს მაგრა უცნაურად ურტყამს.. ბევრი აქვს სავარჯიშო..თორე კვარაზე ბევრად დიდ ტალანტებს გაუნიავებიათ ნიჭი..
Vito
25 სექტემბერი 2023 19:33
2
გუნდში თუ სიტუაცია არ გამოსწორდა რეალი გაგანადგურებთ.
რიო
25 სექტემბერი 2023 12:44
3
რაც შეეხება ხვიჩას კვარას , უნდა დემეწერა თქვენ თავს ვფიცავ
გ.შ.
25 სექტემბერი 2023 12:41
1
გარსია შე ყველაფერზზე წამსვლელო,შე ხელის მარიონეტო, სახეზე გაწერია რაც ხარ, უარყოფითი ტიპია დამეთანხმებით ალბათ,რაც შეეხება იაცარას , მისი ეს მშრალი სერია ხომ ყველამ ვიცით დასრულდება , ფაქტიურად ერთი გასროლა უნდა და ეგაა
გ.შ.
25 სექტემბერი 2023 12:39
1
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხვიჩამ თამაშა ძალიან მოუკლო. ენერგია და კონცენტრაცია შარშანდელ სეზონთან შედარებით ალბათ 1/3 აქვს. ამ ამბავს, რაღა თქმა უნდა აქვს ისეთი მიზეზები, როგორიცაა საეჭვო კვალიფიკაციის მწვრთნელი, არაკომპეტენტური და თვითკმაყოფილი აგენტი, რომელსაც ხვიჩას ოჯახი გულუბრყვილოდ ენდობა, ძუნწი და უმადური ლაურენტისი. ეს სამი არცთუ უმნიშვნელო მიზეზი ხვიჩაზე ძალიან მოქმედებს, რომელსაც ამ ყველაფერთან ერთად პოპულარობა ცოტა თავში აუვარდა, რაც ალბათ გასაგები და იმედი მაქვს დროებითია.
მამუკა
25 სექტემბერი 2023 10:39
10
Მარტო კვარა და ოსიმენი ამწვავებს შეტევებს ნაპოლიში. Შეცვლას რაც შეეხება, არ დაგავიწყდეთ ყვითელიც რომ ჰქონდა ხვიჩას. Ისე, ხელების ქნევას და ყველაფერზე მსაჯთან აპელირებას თუ გადაეჩვევა, კარგი იქნება.
გოგა
25 სექტემბერი 2023 09:21
5
შემტევები და ე,წ. ზვეზდები ეგენი არიან და აბა ვინ უნდა გაამწვავოს,არა ბიჭო მე ჩავალ აქედან-ფოთიდან და გავამწვავებ. რა კვარას მოპოვებული პენალტი მცველს ასხლეტილი ბურთი ხელზე მოხვდა, ან არ მოხვდა სულ ეგ იყო,მოდით არ უნდა ეს ზღვარგადასული ქება,თორემ დავღუპავ ბოლომდე ამ ბიჭს.....შესაცვლელი იყო და შეცვალეს კიდევ და ხელების შლა ვერაფერს შეცვლის მის კარიერაში..
შულაია
25 სექტემბერი 2023 10:38
10
ნუ გეშინიათ უდინეზეს გოუტანს :)) მაგათ დაQაგრავს :))
gzp
25 სექტემბერი 2023 07:01
6
თუ ტრავმა ან სხვა მსგავსი საშიშროება არ არის, როგორ შეიძლება ხვიჩას გაყვანა გადამწყვეტ მომენტებში, იმ ფეხბურთელის, რომელსაც ყოველ წამს შეუძლია შექმნას საგოლე სიტუაციაც და გოლიც გაიტანოს? თან იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თამაში აჩვენებს, რომ სიტუაცია უფრო უარესდება და გაუმჯობესებას ადგილი არა აქვს. რასაკვირველია მწვრთნელს აქვს უფლება ფეხბურთელები შეცვალოს მისი შეხედულებისამებს, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს ძირითადად რასპადორის, პოლიტანოს, სიმეონეს და ა.შ. ხვიჩას და ოსიმენის მოხსნა გადამწყვეტ მომენტში, როცა გოლის გატანა გჭირდება, თვითმკვლელობის ტოლფასია. არა მგონია გარსია ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ეტყობა ეს იმ წუწურაქის გეგმია ნაწილია, რომელიც ასეთი მეთოდით ცდილობა ხვიჩას და გუნდის სხვა წევრების ამბიციების დათრგუნვას. არ მგონია, ასეთმა მიდგომამ ნაპოლის წარმატებები მოუტანოს. ხვიჩა ახლაც ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია ნაპოლიში, მაგრამ წინსვლას აგრძელებს და იმ სისხარტეს და სისწრაფესაც მალე დაიბრუნებს და უკეთესი კვარა გვეყოლება, უფრო გამოცდილი და დაბრძენებული. ღმერთო, შენ შეეწიე ყველა ქართველს გაჭირვებაში
თენგაბი
25 სექტემბერი 2023 06:39
2
ასე მგინია ჩვენ უფრო ვიცით რა და ვინ სჭირდება ნაპოლის საჩემპიონო ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიცით კი არა, მგონი ჩვენ უფრო გვინდა ვიდრე დილაურენტისს! სხვსნაირად არ მესმის როგორ შეიძლებოდა ამ არარაობა გარსიას მოთრევა!
Zaza
25 სექტემბერი 2023 02:42
2
დღეს უკეთესი იყო კვარა და იმედია შემდგომ მატჩებში თავის რეალურ კონდიციებს დაუბრუნდება. საგანგაშო არაფერია, ნაპოლი ისევ აკრიფავს ჩვენებურთან ერთად.
ფეხბურთი
25 სექტემბერი 2023 02:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული