რუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი ახსნა:

"რატომ შევცვალე "კვარა" და ოსიმენი? ჩვენ სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს. აქცენტს მხოლოდ სასტარტოს მოთამაშეებზე არ ვაკეთებთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ მთელი შემადგენლობა უნდა გამოვიყენო. გახარებული ვარ "კვარას" გამო, ვინაიდან შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთის მცირე პრობლემა ჰქონდა და არ მინდოდა, მისი დაკარგვის ფასად გამერისკა.

ოსიმენის გამოუყენებელ პენალტს რაც შეეხება, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. შეცვლაზე ვიქტორის რეაქცია კარგი არ იყო, მაგრამ
ამაზე მას და გუნდს უკვე ველაპარაკე. რაც ითქვა, გასახდელში რჩება. კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ახლა "უდინეზესთან" დაპირისპირებისთვის მომზადება გვჭირდება.

რატომ გადავეხვიე "კვარას"? მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხვევი".

მომზადებულია Tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგო ფეხბირთელები გყავს, მაგრამ მათი შემოსვლით თამაში უნდა გააძლიერო ხომ და არა უბრალოდ ჩაანაცვლო სტატისტიკისთვის. რამე მოუტანე გუნდს მაგ შეცვლებით? პირიქით შესუსტა შეტევა და ისე ჩანდა რომ ფრეს ინარჩუნებდით. ანგისას ნაცვლად რომ დამატებოდა ელმასი და მერე სიმეონც მიგეხმარებინა შეტევისთვის, გასაგები იქნებოდა, ახლა კი ისე გამოვიდა რომ 5 წუთიანი მუხტი რომელიც ძლივს დაიჭირა გუნდმა, ჩააცხრე ცვლილებებით.
???
25 სექტემბერი 2023 10:54
2
კვარაცხელიას გარდა სხვა სპორტსმენი არ არის საქართველოში? ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გაკვრით ახსენეთ და კვარაცხელია რა სიზმრებს ნახულობს იმაზე უშველებელ სტატიებს წერთ. 7 თვე გოლი არ გაუტანია და სექტა მაინც ბღავის პირველია მსოფლიოშიო და რომ ცვლიან თურმე როგორ შეიძლება.იმედია არ დაბლოკავთ.
დუდუ
25 სექტემბერი 2023 10:25
43
ვინ არის ლერი აბულაძე? რა სპორტში მოღვაწეობს? რა ვუყოთ, რომ ხალხს ყველაზე მეტად ფეხბურთი უყვარს და არა ვთქვათ - ფარიკაობა?! არ შეიძლება კვარაცხელიას სიძულვილი, არ იმსახურებს ამას.
ავიმუსაიფი
25 სექტემბერი 2023 14:37
4
და თუ 7 თვეა გოლი არ გაუტანია და ასე ცუდია რატო აკეთებ მასზე კომენტარს მართლა სექტანტი თუ არ ხარ? ვინც მოგწონს იმ სპორტსმენებზე გააკეთე და მოუმატე რეიტინგი.
ჯერ ერთი მათემატიკასთან ძალიან შორს ხარ 7 თვეს რომ ითვლი უგოლოდ და იმ თვეებსაც რომ ათვლი თამაშები როცა არ იყო და სეზონი დასრულებული იყო.
უცოდინრობა ყველაზე მეტს აყვირებს კაცს და თან სასაცილოა ხდის.
თურმე კარგად გაინტერესებს და ითვლი, იიი გოლი ალ გაუტანიაოოო და კიდე სხვას ეძახი სექტანტს.
თქვენნაირი დივნის და კლავიატურის ექსპერტები კვარაცხელიას დონის სპორტსმენის კი არა საერთოდ არაფრის ღირსი არაა. ერთ დიდ გამოქვაბულში უნდა ცხოვრობდეს. მენტალურად ისედაც იქ ხართ. თუ ვინმე ნორმალური და მასისგან გამორჩეული გამოჩნდება, გამობობღდებით გამოქვაბულებიდან და შუბებით და ნაჯახებით ცდილობთ მათ განადგურებას.
კვარაცხელია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, თუნდაც აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილ ქვეყანაში, თქვენზე ბევრად უკეთეს გარემოცვაში იქნებოდა.
საინტერესოა რატო აქვს სხვა სპორტსმენებს ორი და სამი კომენტარი, თუ ასე მოგწონთ სხვები, იმათ დაუწერეთ, აქეთ და ადიდეთ. ვისაც ხვიჩა მოგვწონს მის გვერდით ვიქნებით და შეგვეშვით რა ეს ჩაბოღმილი ჭაობის ლუზერები. ფუ
ლუზერ ს
25 სექტემბერი 2023 11:45
5
ახლა გეიტანს უდინეზესთან ნუ გეშინიათ, მერე კალიარისთან და ემპოლისთან
gzp
25 სექტემბერი 2023 10:04
7
Aielinski napolshi tamashobs ???
Kutaisi
25 სექტემბერი 2023 05:52
4
დიახ, შესანიშნავად ითამაშა და პენალიც გამოიმუშავა. იქნებ მართლა სტკიოდა კუნთები. კუნთების ტკივილი იმას ნიშნავს რო თუ დააიგნორებ შეიძლება მძიმე ტრავმა მიიღო.
აი ფეხებზე არ კიდიათ ახლა ქართველი გულშემატკივრის 80% ს კვარას კუნთის ტკივილი და მძიმე ტრავმის რისკი?
ამათთვის მარტო იიი გოლი ველ გაიტანა არის მთავარი.
დივნიდან წამოსროლილი ბრძნული აზრები.
სტაჟიან მოძულეებად რომ ჩამოყალიბდნენ ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ.
ლუზერებს
25 სექტემბერი 2023 01:56
12
კიი! კიი!! ფეხებზე კიდია ქართველ გულშემატკივარს,კვარას კუნთი,ხელფასი,კონტრაქტი,ნაპოლი და ა.შ. მისთვის მთავარი ეროვნული ნაკრებია და საერთოდ, ქართული ფეხბურთის დონეააა...არადა ვასკვლავი,კვარას გამოჩენის შემდეგ ჯერ-ჯერობით ერთი ნაბიჯით კი ვერ წავიწიეთ: ეროვნული რა დონეზეცაა აბანოში გამოჩნდაა.. კლუბები ისევ ფარჩაკია, როგორებიც იყვნენ და ისევ ვერ ახერხებენ ევროთასაბზე გასვლას,როგორც კვარამდე. ეერთი შანსი ქონდა ამ ბიჭს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ისტორიული საჩუქარი გაეკეთებინა და თვითონაც ისტორიაში შესულიყო-ახალგაზრდულთან ერთად ოლიმპიური საგზურის მოპოვება,რაზეც თვითონ თქვა უარი და არ ითამაშა დასვენების საბამით,არა და ერსა და ბერს იმედი ქონდა,ფეხბურთის მამებმა თამაშების ბილბორდებზეც კი გამოხატეს, მაგრამ......ახლა კი.. ნაპოლი-ში თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთის ადრე შეცვლაზეც კი არაეთიკური მძაფრი რეაქცია აქვს და მზად არის ტრამვიანმა ითამაშოს, მაგრამ როგორც ჩანს ჩაირიხრიხა მაგის მატარებელმა-ისე გაიშიფრა უკვე ბავშმაც კი იცის რას გააკეთებს ხვიჩა ბურთს რომ მიიღებს,ამიტომაცაა მის თამაშს, დრიბლინგის მცდელობას თუ ერთფეროვან სტანდარტებს არაფერი სარგებელი აღარ მოაქვს გუნდისთვის, შედეგად უკვე 30 თამაშზე მეტია-ამხანაგურებისა და ნაკრების ჩათვლით გოლი აღარ გაუტანია....რაც არ უნდა ხშირად იმეოროთ სერიას საუკვეთესო, ჩ/L საუკვეთესო თუ სხვა ჩინ- მედლები, ფაქტი სახეზეა.....შედეგი ნულიიი..
შულაია
25 სექტემბერი 2023 15:45
6
საქმე ისაა რომ ლუარსაბი არც აღიარებდა თავის უვიცობას. მე თუ წიგნი არა ვიცი კაცი არა ვაროო, ფერი მაკლია თუ ხორციო...
საინტერესოა 21 ე საუკუნის ლუარსაბებზე დაკვირვება. ცვლილება საერთოდ არ არსებობს მათში.
ცვლილება რომ ნდომოდა ქართველ ერს, ვინც უთხრა ლუარსაბი ხარო და ვინც სარკაზმით გატენილი "ბედნიერი ერი"დაუწერა, იმას არ მოკლავდა. ეცდებოდა შეცვლილიყო და გათვალისწინებია ნაკლოვანებები.

სულ ვფიქრობ, რატომ უნდა იწვევდეს ხვიჩასნაირი ბიჭი ასეთ მძაფრ რეაქციებს ერში.
სადმე რამე სკანდალური გამოქვეყნა? სოც. ქსელებში აქტიურია? თავის პირად ცხოვრებას ასაჯაროებს? საკუთარ პრობლემებზე ვინმე ჟურნალისთან წუწუნებს? მისი დილა როგორ იწყება ვინმეს თავს ახვევს? არა არა და არა.
ყველაზე ჩუმი, ყველაზე პროფესიონალი, მარტო თავისი საქმით დაკავებული და სოციალურად არააქტიური პიროვნება არის და იყო თავიდანვე. რამდენი უსაფუძვლო კრიტიკა და ცილისწამება შეხვდა, პასუხიც კი არ გაუცია არავისთვის. რანაირი ქვეყანა ვართ, როცა ასეთი სუფთა ადამიანის გაშავებაც და უარყოფითად დანახვაც კი შეგვიძლია. აქ არაა საქმე ფეხბურთის თამაშზე მარტო, დიდი ხანია ამ ქვეყანაში ხვიჩას თემა ფეხბურთს გასცდა და სრულ მარაზმში გადავიდა.
არაფერი გვეშველება მოკლედ.
ლუზერებს
25 სექტემბერი 2023 11:37
2
ყველა გამოხმაურება
ნუ, ფაქტია, საუბარი უკეთ გამოსდის... ჯანდაბას შენი თავი, ცოტასაც გაცლით, მარა სამაგიეროდ რეალის თავს ვითხოვთ აქაურებიც და იქაურებიც, თუარადა, აგერ დემჩენკო 10.000 დოლარადაც დებს შედეგს...
დდდ
25 სექტემბერი 2023 01:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული