"ბოლონიასთან" ნამატჩევს (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი ახსნა:
"რატომ შევცვალე "კვარა" და ოსიმენი? ჩვენ სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს. აქცენტს მხოლოდ სასტარტოს მოთამაშეებზე არ ვაკეთებთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ მთელი შემადგენლობა უნდა გამოვიყენო. გახარებული ვარ "კვარას" გამო, ვინაიდან შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთის მცირე პრობლემა ჰქონდა და არ მინდოდა, მისი დაკარგვის ფასად გამერისკა.
ოსიმენის გამოუყენებელ პენალტს რაც შეეხება, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. შეცვლაზე ვიქტორის რეაქცია კარგი არ იყო, მაგრამ
ამაზე მას და გუნდს უკვე ველაპარაკე. რაც ითქვა, გასახდელში რჩება. კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ახლა "უდინეზესთან" დაპირისპირებისთვის მომზადება გვჭირდება.
რატომ გადავეხვიე "კვარას"? მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხვევი".
მომზადებულია Tuttonapoli-ს მიხედვით
ჯერ ერთი მათემატიკასთან ძალიან შორს ხარ 7 თვეს რომ ითვლი უგოლოდ და იმ თვეებსაც რომ ათვლი თამაშები როცა არ იყო და სეზონი დასრულებული იყო.
უცოდინრობა ყველაზე მეტს აყვირებს კაცს და თან სასაცილოა ხდის.
თურმე კარგად გაინტერესებს და ითვლი, იიი გოლი ალ გაუტანიაოოო და კიდე სხვას ეძახი სექტანტს.
თქვენნაირი დივნის და კლავიატურის ექსპერტები კვარაცხელიას დონის სპორტსმენის კი არა საერთოდ არაფრის ღირსი არაა. ერთ დიდ გამოქვაბულში უნდა ცხოვრობდეს. მენტალურად ისედაც იქ ხართ. თუ ვინმე ნორმალური და მასისგან გამორჩეული გამოჩნდება, გამობობღდებით გამოქვაბულებიდან და შუბებით და ნაჯახებით ცდილობთ მათ განადგურებას.
კვარაცხელია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, თუნდაც აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილ ქვეყანაში, თქვენზე ბევრად უკეთეს გარემოცვაში იქნებოდა.
საინტერესოა რატო აქვს სხვა სპორტსმენებს ორი და სამი კომენტარი, თუ ასე მოგწონთ სხვები, იმათ დაუწერეთ, აქეთ და ადიდეთ. ვისაც ხვიჩა მოგვწონს მის გვერდით ვიქნებით და შეგვეშვით რა ეს ჩაბოღმილი ჭაობის ლუზერები. ფუ
აი ფეხებზე არ კიდიათ ახლა ქართველი გულშემატკივრის 80% ს კვარას კუნთის ტკივილი და მძიმე ტრავმის რისკი?
ამათთვის მარტო იიი გოლი ველ გაიტანა არის მთავარი.
დივნიდან წამოსროლილი ბრძნული აზრები.
სტაჟიან მოძულეებად რომ ჩამოყალიბდნენ ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ.
საინტერესოა 21 ე საუკუნის ლუარსაბებზე დაკვირვება. ცვლილება საერთოდ არ არსებობს მათში.
ცვლილება რომ ნდომოდა ქართველ ერს, ვინც უთხრა ლუარსაბი ხარო და ვინც სარკაზმით გატენილი "ბედნიერი ერი"დაუწერა, იმას არ მოკლავდა. ეცდებოდა შეცვლილიყო და გათვალისწინებია ნაკლოვანებები.
სულ ვფიქრობ, რატომ უნდა იწვევდეს ხვიჩასნაირი ბიჭი ასეთ მძაფრ რეაქციებს ერში.
სადმე რამე სკანდალური გამოქვეყნა? სოც. ქსელებში აქტიურია? თავის პირად ცხოვრებას ასაჯაროებს? საკუთარ პრობლემებზე ვინმე ჟურნალისთან წუწუნებს? მისი დილა როგორ იწყება ვინმეს თავს ახვევს? არა არა და არა.
ყველაზე ჩუმი, ყველაზე პროფესიონალი, მარტო თავისი საქმით დაკავებული და სოციალურად არააქტიური პიროვნება არის და იყო თავიდანვე. რამდენი უსაფუძვლო კრიტიკა და ცილისწამება შეხვდა, პასუხიც კი არ გაუცია არავისთვის. რანაირი ქვეყანა ვართ, როცა ასეთი სუფთა ადამიანის გაშავებაც და უარყოფითად დანახვაც კი შეგვიძლია. აქ არაა საქმე ფეხბურთის თამაშზე მარტო, დიდი ხანია ამ ქვეყანაში ხვიჩას თემა ფეხბურთს გასცდა და სრულ მარაზმში გადავიდა.
არაფერი გვეშველება მოკლედ.