სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

AutoSharing Option
"ნაპოლის" ძველ რელსებზე შედგომას კვლავ ამაოდ ველით, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო ("ბოლონიასთან" 0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, როგორც ნეაპოლელ, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მეტი სურთ, რადგან გასულ სეზონში ამას შევეჩვიეთ...

ცოტა ხნით დავივიწყოთ წარსული და დღევანდელობით ვიმსჯელოთ. "ნაპოლის" მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა თუ იქნება. გუნდს ჰყავს დიდი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მაინდამაინც გოლების გატანის თამასას თუ არ ვუწესებთ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელის სხვაგვარი შეპირების მიუხედავად, ქართველი ისევ ბევრს შრომობს ბურთის მოსაპოვებლად; მის
მიმართ ასე გაძლიერებული დაცვის პირობებში, არცერთი ეპიზოდიდან არ ეთიშება; დრიბლინგებისას ბურთის დაკარგვის შემდეგ, საპასუხო იერიშის საფრთხე მისი გუნდისთვის დიდია, ეს 77-ე ნომრის უპირატესობაცაა და ნაკლიც და ამაზე გასულ სეზონში სულ ვწერდით - თანამედროვე მწვრთნელებს დრიბლიორები რატომ არ ხიბლავთ. სხვა მხრივ, "ნაპოლი" უმეტესად, საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ სიაში არაა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას და გოლის "შიმშილს" განიცდის. მაინც ვთქვათ, რომ ეს ფორვარდის უმთავრესი საქმეა.

გასული სეზონის დასაწყისში ნეაპოლელთა შემტევები სივრცეებს რომ პოულობდნენ, ეს ნახევარდაცვის დიდი დამსახურება იყო. დღეს გუნდი ვერაფრით ახერხებს, მეტოქეები პრესინგზე ამოიტყუოს და მეტი ფანტაზიის ჩართვით, შეტევაში მრავალფეროვნება შეიტანოს. ამ ვითარებაში ყველას გაუჭირდება მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში კარგად დგას. გარსია ჩვენ გვატყუებდა თუ საკუთარ თავს, რთული სათქმელია, მაგრამ ის ვერც ფლანგების
მცველებით დამორჩილებას და გარემარბის, უპირველესად, კვარაცხელიას, ცენტრში შესვლას აბამს თავს. ამას დავამატოთ სტანდარტულებიდან მიღებული მინიმალური ეფექტი. აქ საქმე მხოლოდ ჩამწოდებელზე არაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება. კვლავ გრძელდება რაღაც ძალიან დანავსული მდგომარეობა, რაც პენალტების შესრულებას უკავშირდება...

Sportall.Ge

როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მწვრთნელის მიმართ აგრესია ისედაც იმატებს და როცა ამას რაღაც გაუგებარ ახირებებს ამატებ, შორს ვერ წახვალ. სულ ვცდილობთ, აგრესია დამრიგებელზე არ იყოს. ამის გამო სპალეტიც ხშირად დაგვიცავს და გარსიას პირველი ნაბიჯების ერთგვარი ადვოკატირებაც მოგვიხდენია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია!.. მეტისმეტია არა ზოგადად, ვინმესთვის, არამედ ემოციური ნეაპოლელი გულშემატკივრებისათვის. არის მომენტები, როცა წარმატებული მწვრთნელიც კი აღარ გსურს თავისი ტაქტიკის თუ დამოკიდებულებების გამო და მით უმეტეს, შედეგის არმქონე. პრეზიდენტ დე ლაურენტისის პოზიცია ალბათ ისაა, ეძებდა მწვრთნელს, რომელიც ტრანსფერების არგაკეთების გამო არაფერს იტყოდა და არსებული რესურსით მისი სურვილით გამოყენებაზე დათანხმდებოდა. კვარაცხელიამ და ოსიმენმა (რომელიც ასევე გაბრაზდა ცვლილების გამო) ამ ქალაქს წარმოუდგენელი ემოციები და წარმატება აჩუქეს და ამ დროს გარსიას ზედმეტად ატანას არავინ მოითმენს. ნიგერიელი სპალეტისაც შეუცვლია, მაგრამ ახლა ვიქტორმა იცის, რომ გარსიასთან ყველაფერი ეს "ხახვივით შერჩება", თანაც, კვარაცხელიას ინციდენტის შემდეგ...

კარგია, რომ ხვიჩა ეტაპობრივად ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ეს ამ გუნდთან ერთად და ამ სიტუაციაში რთულია, საქმე ინდივიდუალურ სპორტის სახეობასთან არ გვაქვს. ვისთვისაც ფეხბურთი მარტო გატანაა, რას ვიზამთ, ამისთვის "კვარას" კომფორტული ვითარება არ აქვს. ხვიჩას კვლავ უნდა "ორმაგი დუბლი" ჰქონდეს და ამის გამო ნერვიულობს კიდეც, თუმცა სიტუაცია როგორც კი ცოტათი დალაგდება, თუნდაც ეს ახალი წლის დღეების შემდეგ იყოს, ის დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებს. ადრეც შეგახსენეთ, რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიას ყველაზე კარგი შედეგი სეზონში 4 გოლი იყო და გასული წლის სიგიჟე ასე მარტივად არ მეორდება. სწორედ ემოციურ ფონს უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენებურმა გაფრთხილება რომ მიიღო. "კვარამ" ყველაზე კარგად იცის, მეტი ზუსტი დარტყმა და უფრო მახვილგონივრული პასები რომ მოეთხოვება, რადგან მისი ამბიციები და შესაძლებლობები მაღალია.

"ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვს, ჩემპიონატის მატჩი შუა კვირაში და მოახლოებული დაპირისპირება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, სადამდე "გაქაჩავს" გარსია...

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნაპოლი საშუალო დონის ევროპული კლუბია... კვარა და ოსიმენი გამოაკელი და საერთოდ გავარდება სერია ა-დან.
გენო.
27 სექტემბერი 2023 22:25
0
Oslmeni shecvlaze metad iman gaabraza, ratom ori tavfamsxmelit ar vagrdxelebt tamashso. Zustad amas anishnebda garsias da martalic iyo, mogeba undodat da ubralod mwvrtnelma poziciuri cvlilebebi ganaxorciela
Zura
26 სექტემბერი 2023 14:49
0
რიტორიკულ კითხვებს პასუხი:
გეთანხმები და ბევრჯერ დავწერე აქ კომენტარებშიც, რომ უბურთოდ კვარას თამაში არ ვარგა-ვერ იხსნება ისე როგორც საჭიროა-ძირითადად ახლოს მიდის იმ პარტნიორთან ვისაც ბურთი აქვს ან მის უკან რჩება და წინ კი არა და არც თავაზობს თავს-თუმცა არის შემთხვევები, როცა პასს აშკარად უგვიანებენ და ან სულაც აიგნორებენ ბიჭს.
რაც შეეხება დრიბლინგს იგივე ბოლონიასთან იყო მომენტები, როცა მის წინ ერთი მცველი იყო და იმის მაგივრად რომ აჩქარებულიყო და ერთი მცველი მოეყტუებინა, კვარა რატომღაც ჩერდებოდა ამასობაში მეორე მცველიც წამოეწეოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა დრიბლინგს და მეტოქეთა მოტყუების მცდელობა როგორც წესი ბურთის დაკარგვითმთავრდებოდა.
კარში დარტყმაზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ-ან არ ურტყამს ან თუ ურტყამს ძალიან უხეიროდ-თითქოს საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული კვარას. ისე დიდი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ტალანტია და იმედია მალე დაიბრუნებს რწმენას და შევა ფორმაშიც. ამ კუთხურების დროს კი რა უაზროდ დგას გარიყული საჯარიმოს გარეთ-ბურთი მაინც არ მისდის თითქმის არასოდეს და საჯარიმოში მაინც შევიდეს.
გული მწყდება -თუ არ მოუმატა-უკვე ბევრი აჯობებს მაგისივე პოზიციის ახალგაზრდა ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა რომლებიც საჯარიმოს კუთხიდან მოპირდაპირე ცხრიანში მშვენიერ გოლებს იტანენ -კვარასივე სტილში
inviz9
26 სექტემბერი 2023 09:35
1
კვარას სტილი არ არის ეგ! ახლო წარსულში რობენის სტილს ეძახდნენ და უფრო ადრე კიდევ ალბათ სხვისას, დანარჩენში თითქმის ყველაფერში გეთანხმებით და აშკარად არ უმართლებს მომენტებში
ქორ-პარიკმახერი
26 სექტემბერი 2023 14:12
0
ისე კვარაც ვერაა ფორმაში-ბოლონიასთან გუშინწინდელ თამაშში-ოსიმენის დარტყმული რომ მოიგერია მეკარემ პირველ ტაიმში და ბურთი კვარას მიუვიდა-მართალია მახვილი კუთხიდან მაგრამ მაინც ცარიელ კარებში ზუსტად ვერ დაარტყა და ააცილა-მაგაზე რას იტყვით?
inviz9
26 სექტემბერი 2023 09:25
0
გადამრევს ეს გარსია, მოწინააღმდეგე კუთხურს აწოდებს და 10 ფეხბურთელ საკუთარ საჯარიმოში ყავს თავმოყრილი, ოსიმენი სულაც შტანგასთან დგას. მოიგერიებენ ბურთს და მოწინააღმდეგეს უვარდება ხელში, რადგან ისინიც 10 კაცით უტევენ. რატომ არ შეიძლება ორი კაცი საჯარიმოს გარეთ იყოს და გადმოვარდნილი ბურთის მიღებაზე იმუშაონ?
ჟორა
25 სექტემბერი 2023 21:54
0
ჟორას პოსტმა გამახსენა, ნოდარ ახალკაცის შეძახილი დათო ყიფიანზე: ერთხელ ყიფიანი თითქმის საჯარიმომდე ჩამოვიდა დაცვის დასახმარებლად, ახალკაცმა დაუძახა, რას შვები დათო, კიდე ორი დამცველი მოგყავს ჩვენს საჯარიმოშიო? აიწიე ზემოთ და მოაშორე ის ორი კაცი ჩვენს ზონასო
მალხაზ ჯობავა
25 სექტემბერი 2023 23:10
0
რამდენიმე კითხვა:

- რას ფიქრობთ ხვიჩას თამაშზე, მაშინ როცა ბურთს არ ფლობს. სისტემატურ მოძრაობაზე, გახსნაზე…

- რას ფიქრობთ მის კარდიოზე, ანუ ფიზიკურ გამძლეობაზე. ძალიან პირადად მაინტერესებს კმ-ების სტატისტიკა მისი და გუნდის დანარჩენი წევრების.

აქ სულ ქეცბაიას ინტერვიუ მახსენდება, სადაც ამბობდა, რომ დღევანდელი ფეხბურთი არის სირბილი და სირბილი, რომ აღარ შეუძლია იმიტომ დაანება ფეხბურთს თავი, თორემ კვადრატულ მეტრში მატაობა რომ იყოს, ან ბურთის კენწვლა და გაჩერება, დღესაც მშვენივრად ითამაშებდა.

- როცა ბურთისთვის ბრძოლაა საჭირო, მის ეფექტურობაზე. განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე. მაგალითად მეკარის ჩამოწოდებულზე. თუნდაც როცა დახატული პასი ვერაა და ბრძოლაა საჭირო მის მოსაპოვებლად. თქვენ, რომ თამაშობდეთ ვისთვის მოგინდებოდათ “საბრძოლო პასის” მიწოდება, მისთვის თუ ოსიმენისთვის?

მადლობა წინასწარ


რიტორიკული კითხვები
25 სექტემბერი 2023 21:37
5
პრეტენზიები! შენი ნამდვილი სახელით არ მოგმართავ რადგან დამიბლოკავენ ;)


თუმცა რადგან ჩემი კითხვები პასუხის გარეშე დატოვე და შეურაწყოფაზე გადახვედი, ჩანს, რომ პასუხები არ გაქვს და ან ინტელექტი.
pretenziebs
26 სექტემბერი 2023 15:21
0
წინა სეზონში ხო გახდა ჩემპიონი მაშინ სად გქონდა "რიტორიკული კითხვები" ხო იყავი ენაჩაგდებული
Pretenziebi
26 სექტემბერი 2023 07:40
2
კვარა რომ ბარსაში იყოს ან ბავარიაში ან სიტიში გაცილებით მეტს გაიტანდა... შეხედეთ ბურთი ვინ უნდა აიტანოს ხვიჩამდე რა ლობოტკა რა ზელენსკი რა ანგისა ეგენი არიან ტორინოს დონის ფეხბურთელები ვიში კლასს მაგათ ვერ უწოდებ.... ხვიჩაზე მართალს იძახიან მომატებულია წონაში სისწრაფე დაკლებული აქვს დარტყმა არ აქვს კარგი.. ამის მიუხედავად კიდევ რაღაცას აკეთებს... მარტოს უწევს თავის მოედნიდან კედლის გათამაშების ხარჯზე ან რამდენიმე მოთამაშის მოტყუების ხარჯზე მეტოქის საჯარიმომდე მისვა.. როცა მისაცემია პასი ვერ ამჩნევენ ასე ნაქები ნახევარმცველები და როცა გაჭედილები არიან ან ხვიჩაა ბევრ მცველში მაშინ ატენიან ბურთს.. თამაშს ქმნის ცენტრალური ნახევარმცველები ეს გუნდი კიდევ დამოკიდებული არიან კვარა ოსიმენზე... შორიდან გადაუკიდებენ და თუარც დაიჭერთო რა... ეგ არაა გუნდი და მაგას არ ქვია ტოპ ნახევარმცველები... ვინისიუს უხატავენ ბურთებს აძლევენ რჩევებს კროოსი და მოდრიჩი და ასვავენ პასებს... სად გინახია ანგისა ლობოტკა ზელინსკის დახატული პასები? გაპიარებულები არიან პროსტა ზელე კაი რო ყოფილიყო 30 მილიონად კიარ გაიყიდებოდა ზაფხულში ბოლოს რო იუარა ლავრენტამ დაადებდნენ 100 მილიონს მაგრამ იციან რომ მაქსიმუმი ფასი 30 ლიმონია გრანდიდან რომ ფეხბურთელს 30 ლიმონად იყიდი თან ვითომ რომ ტოპი ქვია ის რაუნდა იყოს.... კაი ნახევარმცველს ფასიც კაი აქვს. ჟმოტი ლავრენტა რასაც მოიგებს არავის გაუყოს
რონი
25 სექტემბერი 2023 17:00
12
ფაქტია რომ შეცვლილი აქვს პოზიცია...გაცილებით უკან უწევს ტამაში იდრე ადრე...გარსია ცდილობს რასპადორი გამოიყენოს თავისუფალ ზონებში...რომელიც ხშირად ხვიცას პოზიციებზე იჭრება..გასაგებია გარსიას მცდელობა რასპადორი მუდამ გაიყვანოს დასარტყმელ პოზციაზე..შეუძლია მაგ ბიჭს..კარგი დამუშავებული დარტყმები აქვს..ხვიჩას შეტევითი შესაძლებლობები უკანა პლანზე გადაწია..ცდილობს რომ შედარებით უკან დაწეული ან ფგლანგზებზე ან შუა ხაზსი ათამაშოს მაგრამ არ მუშაობს ეს სქემა...ხვიჩა რომ ფლანგზე გაცილებით ეფექტურია ამ კაცმა ვერ შეიგნო ეს...თამაშის ბოლო 10-15 წუთებში რაც არ უნდა მეტოქე იყვეს დაცვა მაინც გადაღლილია..აქტიურობა შენელებული...ასეთ დროს ასეთი შემტევის გაყვანა არის არასწორი...პირიქით თუ კარგი შემტევები გყავს გააძლიერო უნდა..ოღონდ ვინც გყავდა იმაზე ნაკლები არ უნდა გამოიყვანო...ელმასი რომ ეფექტური ყოფილიყო და ხვიჩაზე უკეთესი სპალეტისთვის უკეთსი არ იქნებოდა წლების განმავლობაში გუნდში ნათამაშები ფეხბურთელის ძირითადში ჩართვა?..დაინახა რომ კავარა უკეთესია...და ჩასვა სასტავში.....გარსიას ექსპერიმენტები არ დამთვარდა..ფაქტიურად დაარღვია ის სათამაშო სტილი რომელიც ნაპოლის ბოლო წლების განმავლობაში გააჩნდა..მე მაინც უკანა ხაზის სერიოზული პრობლემა მგონია მიზეზი...ძალაინ არასტაბილურია დაცვის ხაზი და ლობოტკას მართლაც გამორჩეული ფეხბურთელის როლი ამჯამად დაცვის დაზგვევაა და ბურთის ამოტანა...როცა შეტევებში გაცილებით ეფექტურად ჩართვას ძალაინ უშლის ხელს...ხვიჩა ფიზიკურად ძალაინ მძილერდა..წონაშიც მომატებულია..და იმ ეფექტურ რეიდებს ფლანგებზე ვერ ახერხებს...სასტარტო სისწრაფე მოკლებული აქვს დამაზე მაგარდ უნდა იმუშავოს....მრავალჯერ მიტქვმას და ახლაც ვამბობ რომ..დარტყმების ტექნიკა დასახვეწი აქვს..არ ვიცი რატომ არ მუშაობს ამაზე..უმრავლეის დარტყმა ძალაინ სუსტია და უზუსტო....ჩაწოდებების სიზუსტემ ძალაინ მოიკლო..მაგრამ რასაც ახერხებს..საგოლე პასებს ან სახიფათო ჩაწოდებებს .შემრულებელიც არ ჰყავს ფაქტიურად...ოსიმენმაც მოუკლო ხარისხს....რაღაც ხდება გუნდში..დიდი გაურკვევლობაა მოკლედ..ვატყობ რომ გარსიას მიმარტ დიდი შინაგანი წინააღმდეგობა...ამას ემატება დაუფასებლობა ეფხბურთელების და..უკმაყოფილო ფეხბურთელების განწყობა ..ფსიქოლოგიური მდგომარეობა გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს..
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2023 16:14
6
გარსია რაღაც რაღაცეებში სანიოლს ჩამოგავს!!
მწვრთნელი
25 სექტემბერი 2023 16:06
5
ნაპოლის შემადგენლობას რო გადახედავ ძირითადად ჰყავს საშუალო დონის ფეხბურთელები, ლავრენტიმ ამ ზაფხულს ფული არ დახარჯა, რომ გუნდი გაეძლიერებინა და შედეგიც სახეზეა, მოდი შარშანდელს ნუ შევადარებთ, შარშან ყველა გრანდმა ჩააგდო სეზონი, ნაპოლიმ კიდევ პირიქით პირველი წრე სასწაული ჰანდიკაპით მოიგო, რაც კვარას და ოსიმენის დამსახურება იყო, თორემ რეალურად რა ფეხბურთიც ითამაშა ნაპოლიმ მეორე წრეში იგივეს აგრძელებს წელსაც, დი ლორენცო, ოლივეირა,კვარა და ოსიმენი ამათ გარდა ყველა გასაშვები იყო გუნდიდან, მაშინ იქნებოდა შედეგი, ამ თამაშით კიდევ ოთხეულშიც ვერ შევლენ
მამუკა
25 სექტემბერი 2023 15:52
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული