
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 27-ე წუთზე ტრავმირებული ალესანდრო ბუონჯორნოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და იტალიის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა. საზონოვი ძირითადად ჩირო იმობილეს მეურვეობდა, გასაქანი არ მისცა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან flashscore-ისგან 6.5 შეფასება დაიმსახურა - დუვან საპატას და რაულ ბელანოვას შემდეგ ყველაზე მაღალი.
„ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.
რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ვეჩინო (56), 2:0 ძაკანი (75)
წარმატებები საბას!
დიდება საქართველოს!