"რეალს" დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ ჩემპიონები ვართ... იცით, ქართველები ბრაზილიელებს რით ვგავართ?" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ AS-თან

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს, ესპანური გამოცემა AS-ი "პარტენოპეის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას, სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. მოგეხსენებათ, "კვარა" ბავშვობაში "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი გახლდათ და მისთვის დღევანდელი მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სტადიონზე, ისინი მუდამ გვგულშემატკივრობენ. ეს ადამიანები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, აღნიშვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აპრილში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხბურთელებმა ავტობუსის სახურავზე გადავინაცვლეთ და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარეთ.

ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.

მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.

კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.

ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.

მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.

რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ვხდებით. ნელ-ნელა მის ტაქტიკასა და ხედვებს უკეთ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მწვრთნელის მითითებებს ბოლომდე ასრულებს.

ოსიმენი განსაკუთრებული ბიჭია. როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ მზადაა, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. 

ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია. რაზე ვოცნებობ? მსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ასევე ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

altდღეს "ნაპოლი" VS "რეალია" - ხვიჩა, ვინი, ჯუდი - დიდი ფეხბურთელების დაპირისპირება "მარადონაზე"

altკარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 42 /
ორი დღე ვწევარ სიცხიანი ვირუსი შემხვდა, სიცხე ვერცერთმა წამალმა ვერ დამიწია, ველოდები შემს თამაშს რეალთან და იმედია შენ დაამარცხებ რეალსაც და ჩემს მტანჯველ სიცხესაც, გაახარე ქართველი ხალხი, წარმატებები
gio
03 ოქტომბერი 2023 17:37
5
ხვიჩა ისიამოვნე და ჩვენც გვასიამოვნე. რეალი ის გუნდია მწვერვალს რომ ეძახიან ფეხბურთში. რეალთან არც წაგებაა დასაძრახი და მოგებაც დიდი გასახარია. ჩვენ შენი გვჯერა და გვეიმედება. ყველამ ნახოს რა ბრილიანტიც გვყავხარ. ❤️
G.LA
03 ოქტომბერი 2023 16:37
3
ოხოხო? თქვენი ქლესა თავი რა ვთქვი? ეხლაა გახდა ხვიჩა: ბრილიანტი, ოქრო, ვერცხლი? დაგავიწყდათ როგორ, უსინდისოდ დაუმსახურებლად ლანძღავდით?
სკლეროზიანებს!
03 ოქტომბერი 2023 20:51
3
ხვიჩინიო ორ რამეში ცდები--იმ პოზიციაზე ვინისიუსი კი არა შენ ხარ საუკეთესო ! მეორეზე ლეაოა და მესამეზეა ვინი ! და გარსია კი არაფერი მწვრთნელი არაა ! თავისი "ტაქტიკით" რავ ათამაშა გუნდი საშინლად გამოიყურებოდა და როგორც კი სპალეტის ტაქტიკაზე გადავიდა ორი თამაში მოიგო გუნდმა ლამაზად და მაგრად !!
zura222
03 ოქტომბერი 2023 12:55
2
Midi kvara, saqartvelo shentanaa.reali tuara barsa dagirekavs uechveli.aravis gadayve,qinqlaze faneb is siyvarulma dagupa.mudmivi mxolod sheni samshobloa da ar usmino zogiert vai qartvelebs.
Gia
03 ოქტომბერი 2023 14:42
2
მერე და გეთამაშა ახალგაზრდულში,დაგიშალეს კი არა შენი სურათებით საიმფორმაციო ბილბორდები იყო აჭრელებული მთელ საქართველოში,მაგრამ აირჩიე ის რაც აირჩიე,ეხლა ეს შენი სიტყვები ნაკრების მიმართ მხოლოთ ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი. ისე თუ ასეთი მაგარი ხარ ესპანეთან,შოტლანდიასთან ანაც ნორვეგიაში გეჩვენებინა შენი შესაძლებლობები-ყველაზე და ყველაფერზე აბიჟნიკივით რომ დარბოდი ყურებჩამოყრილი... ოოუფ!! ბიჭი დღეს აპირებს რეალს მოუგოს და ნაპოლის ბალეშიკები გაახაროს-არ გააცივა ნაპოლი -ის წელშიი,მე დღეს რეალს ვგულშემატკივრობ და გამეხარდება თუ ამოტენის, კვარა კი ისედაც მარტო ბაქი-ბუქია უკვე რამდენი ხანია და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისე ვერ ნახავს,როგორც საკუთარ ყურებს სარკის გარეშე...ასე იბრიქებოდა შარშან მე-4 ფინალში მილანთან თამაშების წინ და კი ვნახეთ მისი ვასკვლავური თამაში, ბრჭყალებში რა თქმა უნდა.
შულაია
03 ოქტომბერი 2023 17:46
55
ახალგაზრდულზე სხვებს უნდა გამოეჩინა თავი, ხვიჩას კი ჭირდებოდა დასვენება, აგერ პედრის ცოტათი მეტი თამაში ატამაშეს ერთ სეზონში ვიდრე ხვიჩას და ისე გადაიწვა რომ ეს სეზონი შეიძლება ვერც ითამაშოს! მაგრამ თქვენისთანა ვაი გულშემატკივრებს ეს არ აინტერესებს.
რობი
03 ოქტომბერი 2023 19:27
1
არ დაიღალეთ? რა შუაშია ახალგაზრდული? არც ბელინგემს უთამაშია ინგლისში და არც მუსიალას გერმანიაში მაგ რანგით დაბალ ტურნირზე, მაგრამ კაციშვილი არ აძახებს
toti
03 ოქტომბერი 2023 19:29
1
ყველა გამოხმაურება
ჯობდა სრულად გეთარგმნათ ინტერვიუ
ტოტტი
03 ოქტომბერი 2023 14:51
2
გაფიცებ ხვიჩა ყველაფერს, მართლა ეგეთი ბრყინვალეა გარსია? )))))
ფეოლა
03 ოქტომბერი 2023 18:46
2
ეს ბიჭი ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყო, ასევე ძლიერი დიპლომატი იქნებოდა. სიქუგალე!
გივი
03 ოქტომბერი 2023 17:21
7
2:0 მოუგებს რეალი
ვაჟა
03 ოქტომბერი 2023 14:49
28
გეთამაშა მერე ძმაო ვინ დაგიშალა. თამაში კი არა ევროპის მოგებაც შეგეძლო
ასეა ეს
03 ოქტომბერი 2023 13:38
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული