"საბას ტკივილი აუტანელი იყო" - საზონოვის მამამ რუსული მედია გააკრიტიკა

AutoSharing Option
"ვერონასთან" მატჩისას ტრავმირებული "ტორინოს" მცველის, საბა საზონოვის მდგომარეობის შესახებ Metaratings-თან კომენტარი ფეხბურთელის მამამ, ანდრეი საზონოვმა გააკეთა:

"რუსული პრესა ძალიან არაპროფესიულად მიუდგა ამ საკითხს. ეს იმ სერიიდანაა: თუ მოთამაშე მეოცე წუთზე დაჯდა მოედანზე, ე.ი. ტრავმა მეოცე წუთზე მიიღო. თუმცა საბა მეოთხე წუთზე დაშავდა, როდესაც მოწინააღმდეგემ ბუცის ქაცვებით ჩაარტყა ტერფში.

საბამ მეოცე წუთამდე ითამაშა, შემდეგ ტერფი შეუშუპდა, ტკივილი აუტანელი იყო. ექიმებს დაუძახა, ოცდამეშვიდე წუთამდე მოითმინა და შეცვალეს. მთავარია, ფეხის მოტეხას გადაურჩა, რადგან რისკი არსებობდა. ამჟამად აღდგენის პროცესშია. მზად იქნება თუ არა მომდევნო შეხვედრისთვის?
ექიმები საბასთან ერთად ცდილობენ".

7 ოქტომბერს "ტორინო" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა საზონოვი თამაშს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საბას ტრავმაზე წინა კომენტარშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ მოვიდა დრო ფეხბურთში, ისევე როგორც რაგბის წესებითაა დადგენილი, ყვითელი ბარათები დაიტვირთოს 10 წუთიანი გაძევებით. რატომ?: - იმიტომ რომ დააკვირდით ზოგიერთ ფეხბურთელს რა მაღალ დონეზე აქვს ათვისებული - ახტომისას სახეში ან კისერში ნიდაყვის ვითომ შემთხვევითი ჩარტყმები, აგრეთვე ფეხის ტერფებზე "შიპებით" გამიზნული ფეხის დაბიჯებები!
ქართველო ჟურნალისტებო წაწიეთ ეს საკითხი წინ და მიაწოდეთ საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ფეხბურთის "მამებს"! ჩაგეთვლებათ სიკეთეში.
ვაჟა მასწ.
00:47 06-10-2023
2
სრულად ვეთანხმები და კიდევ, ტრამვირებული მოთამაშის მკურნალობის ხარჯები უნდა გადაიხადოს მოწინააღმდეგე კლუბმა, ასევე ტრამვის მიმყენებელმა მოთამაშემ უნდა გამოტოვოს იმდენივე თამაში რამდენ თამაშსიც ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას დაზარალებული მოთამაშე (კომპენსაციაზეც შეიძლება რამის მოფიქრება).
buxo
10:12 06-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული