კარგი ამბავი: საბა საზონოვი ფეხის მოტეხილობას გადაურჩა - ითამაშებს "იუვენტუსთან"?

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში, "ვერონასთან" ფრედ დასრულებული საშინაო მატჩის პირველ ტაიმში, ტრავმა მიიღო "ტორინოს" მცველმა საბა საზონოვმა და აცრემლებულმა დატოვა მოედანი. გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა საზონოვის მდგომარეობის შესახებ toronews-თან გააკეთა კომენტარი:

"დაცვის ხაზში ჩვენს პრობლემებს დასასრული არ უჩანს. საზონოვს კოჭ-წვივის ზევით ჩაარტყეს ფეხში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენი გადაუღეს. ფეხის მოტეხილობას გადაურჩა, მაგრამ შეშუპებული აქვს".

Sportall.Ge

საბამ პირველად დაიწყო "ტორინოს" სასტარტოში თამაში და სამწუხაროდ, დაშავდა, თუმცა იმ დროში, რაც მოედანზე გაატარა, თავი ჩინებულად წარმოაჩინა. დასაწყისი კარგია. მართალია, ტრავმა მიიღო, მაგრამ იმედია, მალე
ჩადგება მწყობრში. რაც მთავარია, ნდობას ამართლებს, ეჭვიც არ გვეპარება, რომ კარგი კარიერა ექნება და საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება. საერთოდაც, დადებითი პიროვნებაა და ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. მაგალითად, კლუბის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ განაცხადა, რომ საზონოვის თამაში ბოლო ორ შეხვედრაში მოეწონა და მისი 7 ოქტომბერს ტურინულ დერბიში მონაწილეობის იმედი აქვს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დადებითი შეფასება დაიმსახურა: 6.9 Sofascore-სგან, 6.8 whoscored-ისგან და 6.7 flashscore-სგან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თამაშის ყურებისას ძალიან გული დამწყვიტა საბა საზონოვ-ნიშნინიძის "უიღბლობამ": ერთი 5 წუთი კოჭლობით ცდილობდა თამაში გაეგრძელებინა, მაგრამ ეტყობა ტკივილმა ძალიან მოუმატა და ამიტომ გაზონზე დავარდა. საბას თამაში ჩვენი ლეგენდა ფეხბურთელის შოთა ხინჩაგაშვილის სტილს მაგონებს! შეიძლება ითქვას, რომ მოვიდა დრო, ტექნიკური სტილით მოთამაშე ფეხბურთელების ჯანმრთელობის, მაყურებლის ინტერესთა და საერთოდ ფეხბურთში სილამაზის დასაცავად, როგორც რაგბიში ხდება, ფეხბურთშიც შემოღებული იქნეს დროებითი 10 წუთიანი გაძევებები უბრალო ყვითელი ბარათების ფრიალის მაგივრად. ეს დროებითი 10 წუთიანი გაძევებები თავის ეფექტს აუცილებლად მოიტანს! წითელი ბარათი კი აუცილებლად უნდა იწვევდეს მინიმუმ 3 მატჩიან დისკვალიფიკაციას
ვაჟა მასწ.
20:20 03-10-2023
0
მადლობა უფალს, რომ სერიოზული არაფერია.
ტორპედოელი
14:22 03-10-2023
0

სიახლეები პოპულარული