ჩაკვეტაძე არ ათამაშეს - "კარდიფმა" და "უოტფორდმა" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეთერთმეტე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „კარდიფ სიტის“ დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა.

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 26-ე წუთზე ანგარიში მარკ მაკგინსმა გახსნა.

მეორე ნახევარში "უოტფორდი" გააქტიურდა და ვაკუნ ისოუფ ბაიომ 54-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

„უოტფორდი“ 10 ქულით 20-ე ადგილზეა და 21 ოქტომბერს „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“
კარდიფ სიტი - უოტფორდი
გოლები: 1:0 მაკგინსი (26), 1:1 ბაიო (54).

მკითხველის კომენტარები / 7 /
გეყოთ, თუ ნიჭიერია ითამაშოს, ვინ უშლის, რამდენი გუნდი გამოიცვალა.
სამართალი
21:55 07-10-2023
8
ტიპი "ვეჩნი ზამენაა " ყველგან, ყველა ამასთან როგორ ტყუის? ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე მაგრამ ამის მატარებელმა მემგონი უკვე ჩაიარა.
მეგრელი
03:02 08-10-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული