"კოპენჰაგენის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად "მიდტიულანდთან" ითამაშა. ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
ხოჭოლავამ განაცხადა, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ დაბრუნებით ბედნიერია და მალე "პარკენის" სტადიონზე თამაშის იმედი აქვს.
"კოპენჰაგენი" 11 ტურის შემდეგ დანიის სუპერლიგაზე 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბრონდბიუს" 1 ქულით ჩამორჩება და 21 ოქტომბერს "ვეილეს" უმასპინძლებს. ამ მატჩისადმი ინტერესი დიდია, 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია და უცნობია, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში ხოჭოლავა მონაწილეობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური
მცველი ნიკოლაი ბოილესენი დაშავებულია, ქართველის ასპარეზობა გამორიცხული არ არის.
24 ოქტომბერს "კოპენჰაგენი", ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
დიდება საქართველოს!