ხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" დუბლი შეუსრულა, "ნაპოლიმ" კი დამაჯერებლად (3:1) გაიმარჯვა და ოთხეულისთვის აქტიურად მებრძოლ გუნდად რჩება. საერთაშორისო მედია "კვარას" "დაბრუნებაზე" წერს.

Sportall.Ge

ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად სჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა
იმის გარკვევაშია, თუ რატომ მიმართავს ამ ხერხს 77-ე ნომერი. აღნიშვნა MMA-ს მებრძოლ ისრაილ ადესანიას დაუკავშირეს. მარიო რუის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, პორტუგალიელმა კი ამ ეპიზოდში ჩვენებურს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის გამოც გააფრთხილეს.

ადესანიას აღნიშვნა

Sportall.Ge

ხვიჩას დატვირთული პერიოდი გამოუვიდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ორ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ "კვარადონას" ჯვრისწერის ცერემონიალი ჰქონდა, ნეაპოლში გადაფრენის შემდეგ კი, გასვლითი შეხვედრის ჩასატარებლად, ვერონაში ჩაფრინდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კვარაცხელიას მონდომება და ფიზიკური შესაძლებლობები რა მაღლა დგას. ერთხელაც უნდა გავიხსენოთ ის გამოხმაურებები, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ხვიჩას "მშრალი" პერიოდი მის პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დაუკავშირა და ის ნათქვამიც გაიხსენეს, ერთ დროს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შოთა არველაძეს სხვა კონტექსტსა და სიტუაციაში რომ უთხრა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონასთან" ითამაშა ისე, როგორც უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა - დამაჯერებლად, ზუსტად იმდენი, რამდენის საჭიროებაც არსებობდა. ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და იყო ეპიზოდები, როცა ტრავმის რისკის გამო ორთაბრძოლებში აქტიურად შესვლა სახიფათოც კი გახდა. როცა 77-ე ნომერი ფორმაშია, მისი შეჩერება რთული ამბავია, თანაც, თუკი ამას ხელს გუნდიც უწყობს ისე, როგორც მატეო პოლიტანო აკეთებდა. ჯაკომო რასპადორი კარგად მოძრაობდა და ნეაპოლელები შეტევას ჩაწოდებებით არ ავითარებდნენ, როგორც ეს მინდორზე ვიქტორ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ნიგერიელის დონის მიუხედავად, მისი არყოფნა ზოგჯერ იქნებ უკეთესიც იყოს, მათ შორის, "კვარასთვის", რომელიც მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, ოსიმენს დროული პასი მიაწოდოს. მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგა, ბერლინი და "უნიონია".

altკვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო

altხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 42 /
იმ ნათქვამს მიხიჩამ რომ თქვა აქაც ბევრნი იმეორებდნენ ხშირად. ძოძუაშვილი როგორც ფეხბურთელი მშვენიერი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი მოსაზრებებით იცხოვრონ ფეხბურთელებმა. მოიყვანე არ მოიყვანე რა შუაშია? იშრომე ბევრი და დაგიფასდება. ზოგმა შეიძლება ცოლი არ მოიყვანოს და სხვა რამეს გადაყვეს. აღნიშვნას რაც შეეხება პირადად ჩემთვის სულ ერთია როგორ აღნიშნავს ხვიჩა, ოღონდ წარმატებული და კიდევ უფრო განვითარებული ვნახო.
G.LA
12:46 22-10-2023
3
კავანიც ეგრე აღნიშნავდა, მშვილდისრის იმიტაციას აკეთებდა. ბურთის კარში ზუსტად მოხვედრებას ნიშნავს და არაა ამდენი შეთქმულების თეორიები საჭირო.
კვარაც ინსტაგრამზე მშვილდის ემოჯის წერს და არა ავტომატის. ასე რომ დამშვიდდეს ხალხი ჯობია :)
გადაცხრილა ჰეითერებიო თუ რაღაც მსგავსი სისულელე წავიკითხე.
ჰეითერების მიმართ სადმე ოდესმე რამე დასცდენია კვარას? არასდროს!
ჰეითერობაც არ ჰქვია იმას, რასაც მის მიმართ აგორებდა ზოგი მარა აღმოაჩნდა საკმარისი თმენის უნარი, რომ არავის გამოჰყოლია, არც ნიშნის მოგებით პოსტების წერა დაუწყია სხვებივით და არც თავი უმართლებია.
რა ხალხი ვართ, როგორ გვეტყობა რომ არასოდეს გვყოლია ამ დონის ვარსკვლავი და როგორ ყველაფერი გვიკვირს.
არვიცით როგორ მოვექცეთ, ან ვაჰეითებთ ან ლექსებს ვუძღვნით.
გოლების დროს ვყიჟინებთ, წაგების დროს დამთავრდა მაგის ფეხბურთითქო ვიძახით.
შორიდან მაგარი სასაცილო ჩანს ეგ მდგომარეობა მაგრამ საკუთარი ქვეყნის ხალხზე ვერ გაიცინებ, რადგან რაღაცით მაინც მათთან ხარ გაიგივებული...
Skeleton
12:09 22-10-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული