მშვენიერ ფორმაში მყოფი "კვარა" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩში გატანას ეცდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საშინელ ფორმაში მყოფ "უნიონს" დაუპირისპირდება - დღეს, 24 ოქტომბერს, 23:00 საათზე. ბერლინელებს ზედიზედ 8 წაგება აქვთ, მათ შორის, ორი ჩემპიონთა ლიგაზე.

ურს ფიშერი მთავარ მწვრთნელად რჩება და ცოტათი აუხსნელია, სტარტზე სამი გამარჯვების შემდეგ რა მოხდა. რუდი გარსიას გუნდმა "ბრაგას" ავტოგოლის დახმარებით აჯობა, მადრიდის "რეალთან" კი ჯუდ ბელინგემი ვერაფრით შეაჩერა. "ფიორენტინასთან" მარცხმა თითქოს ფრანგის პოზიციები დაასუსტა, თუმცა ნეაპოლელები კრიზისიდან გამოსვლას მაინც ახერხებენ.

Sportall.Ge

კვარაცხელიას გუნდი "მილანს" ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება. "ნაპოლის" გერმანულ კლუბებთან 8 მოგება,
5 ფრე და 9 მარცხი აქვს. გასულ სეზონში მათ ფრანკფურტის "აინტრახტს" აჯობეს და ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. კვარაცხელიამ დი ლორენცოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

"ნაპოლის" დანაკლისი დიდია - ჟესუსი, ანგისა, ოსიმენი... მშვენიერ ფორმაში მყოფი კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე მატჩში (ნაკრების ჩათვლით) გატანას ეცდება. ნიგერიელის გარეშე ის "ვერონასთან" მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და დრიბლინგებს წარმატებით აგვირგვინებდა.

"ოლიმპიაშტადიონზე" გასამართ შეხვედრას ბოსნიელი პოლიტო განსჯის, რომელიც საკმაოდ მკაცრი არბიტრია.

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 20 /
21 წლის ასაკში მაგ დონეზე ესეთ ჩემპიონატში ესეთი გოლები გამქონდეს და მთელ სტადიონს ვაყვირებდე ისარი და სროლა კი არა ვინ რას დამიშლის და რით შემზღუდავს როგორც მიმდა ისე გამოვხატავ ჩემს ემოციას უბერე ხვიჩა შენს გვერდში ვართ
მიშა
24 ოქტომბერი 2023 00:27
2
მე მგონი, "დასტოინად" თქმას მისი ქართული შესატყვისი - ღირსეულად გამოვიყენოთ აჯობებს
ვაჟა
23 ოქტომბერი 2023 19:04
1
ნეტა ყოველ თამაშში გაიტანდეს გოლს და ისარი კი არა თუგინდა შუბი ისროლოს
მალხაზი
23 ოქტომბერი 2023 17:41
4
ხომარ იცით სად შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად ბილეთის შეძენა? (ნაპოლის საშინაო თამაშების)
ბილეთი
23 ოქტომბერი 2023 17:10
1
ელიავაზე ზურა იკითხე
გარემოვაჭრე
23 ოქტომბერი 2023 18:24
1
ნამდვილად არ მომწონს სხვისის გაზიარება, რა გახდა ეთი თავისი და ლამაზი აღნიშვნა მოიფიქროს. ამ მიბაძვებს თუ არ დაანება თავი ცუდად წავა საქმე!!!
ჭიჭე
23 ოქტომბერი 2023 16:30
37
ხვიჩა! მორჩი ამ სულელურ სნაიპერობას და ერთი ნორმალური ჯიგრული აღნიშვნა მოიფიქრე, თორე ეს რაღაც ბავშვური სროლები არ არის შენი ხასიათიდან გამომდინარე შენი სტილი. თავმდაბალი არა თავში ავარდნილი ბიჭი ხარ და ცოტა არ იყოს და ზედმეტი მოგდის.
არა ჩასაფრებულის პოზიციიდან გამომდინარე ვწერ.
23 ოქტომბერი 2023 15:46
61
ბოღმიანი ხელმოცარულების ახალი ტაქტიკა ,,არა, კაცო, ჩასაფრებული კი არ ვარ, მაგრამ......'' და მსგავსი. ))))))))) ჩქარა სოროში. ))))))))))))) მთავარია, კარგად ითამაშოს და მშვილდოსანი იქნება თუ მორიელი, რა მნისვნელობა აქვს, თუ ეს ახარებს. )))) მაგრა სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ.
მამუკა
23 ოქტომბერი 2023 22:33
6
ნორმალური ჯიგრული აღნიშვნა რა არი ?
ყანწით დედმამიშვილების თქვას თუ რა
გენა
23 ოქტომბერი 2023 21:46
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული