რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "უნიონთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" ბერლინის "უნიონი" სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში ასისტი გააკეთა და გოლი ჯაკომო რასპადორის გაატანინა.

პოპულარულმა სპორტულმა საიტმა Sofascore-მა ხვიჩას გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, Flashscore-მა და whoscored-მა კი - 8.1-ით, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩაკეტილი თამაში იყო და ტექნიკურ ფეხბურთელებს ეგეთ თამაშებში ყოველთვის უჭირთ. მაგრამ კვარა გადამწყვეტი იყო და მატჩის საუკეთესოც გახდა. კვარას ქება-დიდებას არ დავიწყებ, იქნება უკვე დაწერილი როგორც ითამაშა და ყველამ იცის. უბრალოდ ჩემი ყურადღება ბერლინელმა გულშემატკივარმა მიიქცია და მინდოდა აღმენიშნა. გუნდს ზედიზედ 8 წაგება ჰქონია და როგორ გაავსეს სტადიონი, როგორ ბოლომდე ქომაგობდნენ, ერთი წუთითაც არ გაჩერებულან. არარეალური გულშემატკივრობა იყო. ყოველი დღე გაწერილი და დაგეგმილი აქვთ გერმანელებს და წარმომიდგენია როგორ გადადეს საქმეები თამაშის გამო. როგორ ოჯახებით წავიდნენ და წაგების მიუხედავად მხარში ედგნენ გუნდს.
ასეთია შემდგარი, დასაქმებული და რეალიზებული ადამიანი. ზუსტად ასეთმა ადამიანმა იცის შრომის ფასი და აფასებს სხვას.
როგორ მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვისწავლოთ სპორტის, ხელოვნების და სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანების დაფასება.
ერთი თამაშიც რომ ვერ მოიგონ ლიგაზე, დარწმუნებული ვარ ისევ ისე უგულშემატკივრებენ და დაელოდებიან შედეგს. ახლა თუ არა წლების მერე მაინც გამოიღებს შედეგს მსგავსი შემართება და გვერდით დგომა.
Skeleton
09:42 25-10-2023
5
ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე ვიტყვი რომ ნაპოლის კვარა რომ არ ჰყავდეს ამის ნახევარ შედეგზე ვერ გავიდოდა.არადა რეალურად გუნდი ამ ბიჭის პოტენციალს მაინც სანახევროდ იყინებს. 2 წლის განმავლობაში აი თითზე ჩამოსათვლელად მახსენდება ეპიზოდები სადაც ვინმემ პასი შეაყოლა და გოლს მხოლოდ სისწრაფე,ოსტატობა სჭირდებოდა.სულ მაქვს განცდა რომ სტატისტიკის ხელოვნურად მოტეხვას ცდილობენ.
Giorgi
02:10 25-10-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული