"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლიმ" მესამე ტურში ბერლინის "უნიონი" სტუმრად 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გარღვევის შემდეგ გადაცემით ჯაკომო რასპადორიმ ისარგებლა და "პარტენოპეის" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ხვიჩამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

- რამდენად რთული იყო "უნიონთან" თამაში?
- უპირველესად, მოგებითა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და ასე, გამარჯვებებით უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის. 

- როგორ შეაფასებთ თქვენს საგოლე გადაცემასა და ჩაწოდებას რასპადორიზე?
- ვფიქრობ, კარგი იყო,
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რასპადორიმ გაიტანა და მადლობა მას ამისთვის. 

- შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს ხართ...
- ასე უნდა გავაგრძელოთ, გავიმარჯვოთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე ვქენით. 

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

altრა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "უნიონთან" მატჩში?

altკვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯენ გაიხარე შენ ოჯახთან ერთად და შენ საყვარელ ადამიანებათან ერთად, უფალი გფარავდეს. წარმატებები და წინ
გიო
19:19 25-10-2023
0
გაიხარე როგორც ჩვენ გვახარებ,არასოდეს ვყოფილვარ ნაპოლის და მითუმეტეს იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი,ახლა კალენდარი მაქვს წინასწარ მონიშნული შენი თამაში,რომ არ გამომეპაროს,ხვიჩა დაბრუნდაო ამბობენ და მათ ვკითხავდი როდის იყო სადმე წასული???
სვანსკი
14:25 26-10-2023
0

სიახლეები პოპულარული