![](https://sportall.ge/pictures/image5/44141b003303cb252186f50bcf35bca5.jpg)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. დონეცკური გუნდის ახალმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგოა.
H ჯგუფში 6 ქულით ლიდერი "ბარსელონაა", "შახტარი" კი 3 ქულით მესამე ადგილზეა.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.