"ხვიჩა ძალიან მიყვარს" - ოსიმენმა გაამხილა, რა ზედმეტსახელი აქვს გუნდში კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა გაამხილა, რა ზედმეტსახელი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეიში".

მოგეხსენებათ, ნიგერიელი და ქართველი ახლო მეგობრები არიან და ეს აფრიკელი ფეხბურთელის სიტყვებითაც დასტურდება.

"ხვიჩა ძალიან მიყვარს. ის დიდებული ადამიანია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გუნდში ჯადოქარს ვეძახით", - აქვეყნებს ოსიმენის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ჯამში "ნაპოლის" მაისური 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

alt"ამ საქციელით ყველაფერი ნათელია" - "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენის გაყიდვას ითხოვენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ ეყვარება, დაღეჭილ საგოლე პასებს აძლევდა სულ. ეხლა გოლის გამტანი სხვები გამოჩნდენ და ხვიჩას მიყავს თამაში. რა თქმა უნდა ოსიმჰენი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ცენტრალურ თავდამსხმელს არეა უნდა ჰქონდეს წინ შეძლებისდაგვარად თავისუფალი. ხვიჩა მთელ დაცვას თავისკენ იზიდავს და ოსიმჰენს დასარტყამი პოზიციები ეხსნება. თუმცა ზოგი ამასაც ვერ იყენებს და ბურთს კარს აცილებს.
კუკუშა
19:10 28-10-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული