სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.
დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.
შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.
„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)
ძალიან სუსტი ანალიზია ბევრისგან.
ჯერ ის უნდა ითქვას, რომ მილანს ყოველთვის უადვილდება ნაპოლისთან თამაში
ლიაუ და ჟირუ, ყოველ მატჩში ნაპოლისთან უჩვენებენ თავის უმაღლეს შესაძლებლობებს, კიდეც უმართლებთ.
ხვიჩამ მიიტმასნა და გვერდიდან ვერ შორდებოდნენ ორი სამი კაცი.
გაიგეთ ეს დიდი საქმეა. ერთმა კაცმა მუდმივ მანდრაჟში და დაძაბულობაში ამყოფა, რამდენჯერმე გაექცა მათ და საგოლე სიტუაცია შექმნა.
სხვას რას ელით ამ კაცისგან, ყოველ გრანდთან ორი სამი გოლი იტანოს?
მილანთან იყო ეს თამაში დაიმახსოვრეთ, ყველას უჭირს ამ დიდ გუნდთან!
სირცხვილია უბრალოდ. იიი მსოფლიო დონის არ არის ხო? ოქროს ბურთის 12 საუკეთესოში რომ მოხვდა არ გითხრეს? თამაშებსაც კი არუყურებენ, სადღაც ანგარიშს ნახავენ იიი გოლი ალ გაუტანია და მიდის უკვე ღარიბი ეგოს დაკმაყოფილება.
აბა ჩემსავით კი არ გაათენებენ ღამეს თამაშის ყურებაში და თითოელი მომენტით კი არ მიიღებენ სიამოვნებას. დილით გაიღვიძებენ ჩამოსქროლავენ და შეფასებას აკეთებენ კლავიატურაზე.
ასე გააგრძელეთ.
ხვიჩას თქვენნაირების ბანძი კომენტარები ვერაფერს დააკლებს. გულში ჩაიხუტა კალაბრიამ თამაშის მერე ყველაზე ძლიერი მეტოქე. მარა თქვენ რას გაიგებთ.
თქვენ იმის ღირსიც არ ხარღ ხვიჩას დონის ფეხბურთელი გყავდეთ. თქვენნაირებს ფეხბურთს საერთოდ არ უნდა აყურებინო, თუ აყურებინებ ცოტა განათლება მაინც უნდა მისცე მაგ სფეროში, სისულელეები რომ არ წერონ და არ შეარცხვინონ საფეხბურთო სამყარო
რომ გაეტანა ის გოლი ალბათ ჩემზე ბედნიერი რუდი გარსიაც არ იქნებოდა მაგრამ არაუშავს, ვისაც ფეხბურთი უყვარს მოგერიებულ მომენტებშიც ხედავს სილამაზეს და აფასებს. ტოპ თამაში იყო მართლაც და შეეძლო ორივე გუნდს მოგება, მილანზე მეტად ნაპოლი იმსახურებდა მოგებას, რადგან ყველაფერი დადეს მეორე ტაიმში. ასეთი შოუსთვის მართლა ღირს ღამის გათენებაც და სამსახურში დაგვიანებაც, უზომოდ მიხარია ხვიჩა რომ არის ამ საფეხბურთო ზეიმების მონაწილე.
და კიდევ ერთს ვიტყვი, რასპადორი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ვერ აფასებს გუნდი. სულ ვიძახდი, რაც მისი თამაში აიაქსთან ვნახე შარშან, როგორ კარგად შეეწყო ხვიჩას და 6:1 რომ მოუგეს აიაქსს ერთ-ერთი გმირი იყო ხვიჩასთან ერთად. არ იმსახურებს სკამზე ჯდომას და ბოლო თამაშებში ეგ კარგად გამოჩნდა. მაინცდამაინც ოსიმენი უნდა დაიმტვრეს რომ შანსი მიეცეს? ძალიან მაგარი ბიჭია.
და ბოლოს ხვიჩას და კალაბრიას ჩახუტება იყო პიკი და საფეხბურთო ზეიმის ლამაზი დასასრული. კალაბრიამ ზუსტად იცის მისი დონე და განსაკუთრებულად მომზადებული გამოდის მის წინააღმდეგ. საოცარი სანახავია მათი დუელი.
❤️