რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
რაHმანი ამოვარდა ძირითადიდან. მეკარეც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. კვარას ნორმალური ტამაში ქონდა და ბოლო წუთზე საგოლე მომენტიც შეუქმნა საკუთარ თავს.
Ზაზა
30 ოქტომბერი 2023 17:54
2
ძალიან მწყინს
ძალიან სუსტი ანალიზია ბევრისგან.
ჯერ ის უნდა ითქვას, რომ მილანს ყოველთვის უადვილდება ნაპოლისთან თამაში
ლიაუ და ჟირუ, ყოველ მატჩში ნაპოლისთან უჩვენებენ თავის უმაღლეს შესაძლებლობებს, კიდეც უმართლებთ.
ხვიჩამ მიიტმასნა და გვერდიდან ვერ შორდებოდნენ ორი სამი კაცი.
გაიგეთ ეს დიდი საქმეა. ერთმა კაცმა მუდმივ მანდრაჟში და დაძაბულობაში ამყოფა, რამდენჯერმე გაექცა მათ და საგოლე სიტუაცია შექმნა.
სხვას რას ელით ამ კაცისგან, ყოველ გრანდთან ორი სამი გოლი იტანოს?
მილანთან იყო ეს თამაში დაიმახსოვრეთ, ყველას უჭირს ამ დიდ გუნდთან!
თენგო
30 ოქტომბერი 2023 12:06
5
თუ დაცვა არ გააძლიერა ნაპოლიმ ხვიჩამ დუბლებიც რომ ასრულოს აზრი
რიო
30 ოქტომბერი 2023 12:00
3
დაიწყებენ ახლა იმ კუთხეში უნდა დაერტყა, თავზე უნდა გადაეგდო, პასი უნდა მიეცა ის გოლი რომ გაეტანა და ასე შემდეგ. ვაღიაროთ რომ სუსტ გუნდებთან ძლიერია, ძლიერებთან კი მოისუსტებს. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა,ჯერ არ არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი, კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე. წარმატებები ვუსურვოთ.
ბადრი
30 ოქტომბერი 2023 10:27
39
ქართველს სიმართლეს ნუ მოასმენინებ ილუზიებში,ფანტაზიებში და ოცნებებში აცხოვრე და მეტი რა უნდა. პენალტს ეს ბიჭი ვერ ურტყამს,ჯარიმას ვერ ურტყამს,პასის კულტურა უკეთესის სურვილს ტოვებს და ფინიშერიც ვერ არის უმაღლესი კლასის და მეტი რაღა არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელის თვისებები??? ნუ ვიქცევით უნახავებივით და თუ სიკეთე გვინდა ის უნდა მოვუწოდოთ რომ ამ ყველაფერს მიხედოს და იმით ნუ დაკმაყოფილდება ნაპოლის დონეზე მაგარი ტიპი ვარო.
giorgi
30 ოქტომბერი 2023 15:39
7
ვინაა სუსტი გუნდი ლივერპული, იუვენტუსი, ატალანტა? ალბათ პრესას არ ეცნობით, ენები არ იცით, ქართული ბანძი შეფასებების გარდა სხვაგან არსად შეგიძლიათ მის შესახებ რაიმე სტატიის წაკითხვა. მსოფლიო აღიარებს კვარაცხელიას როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელს და თქვენ ვინ ხართ? რა გაგიკეთებიათ, სად გითამაშიათ, რაიმე გამოცდილება გაქვთ ამ საკითხში?
სირცხვილია უბრალოდ. იიი მსოფლიო დონის არ არის ხო? ოქროს ბურთის 12 საუკეთესოში რომ მოხვდა არ გითხრეს? თამაშებსაც კი არუყურებენ, სადღაც ანგარიშს ნახავენ იიი გოლი ალ გაუტანია და მიდის უკვე ღარიბი ეგოს დაკმაყოფილება.
აბა ჩემსავით კი არ გაათენებენ ღამეს თამაშის ყურებაში და თითოელი მომენტით კი არ მიიღებენ სიამოვნებას. დილით გაიღვიძებენ ჩამოსქროლავენ და შეფასებას აკეთებენ კლავიატურაზე.
ასე გააგრძელეთ.
ბადრის
30 ოქტომბერი 2023 11:05
5
ყველა გამოხმაურება
ვინც აკრიტიკებთ ხვიჩას გარტყმაში არა ხართ ფეხბურთის, ბიჭს ნახევარი დაცვა დასდევდა და შესაბამისად მარჯვენა ფლანგი უფრო სუსტი იყო მილანის, საიდანაც გაიტანა პოლიტანომ, რომელმაც მანამდე ხვიჩას პასით ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ხვიჩა ბურთს რომ მიიღებდა მთელი მილანის დაცვა დაზაფრული დასდევდა, 0:2-დან შემოუტრიალეს მილანს სადაც ჟირუ 2-ჯერ შეეხო ბურთს და დაცვა გადირკა, ამაზე ხმას არ იღებთ და ხვიჩამ რახან გილი არ გაიტანა მზად ხართ ანათემას გადასცეთ. საერთოდ არ უყუროთ მის თამაშს და ტოტალიზატორში სხვაზე დადევით ავადმყოფებო
suxumchanin
30 ოქტომბერი 2023 10:15
5
ამოცანა გვეკითხება კვარაცხელია თუ 100მილიონი ღირს კალაბრიას ფასი რა იქნება მითუმეტეს როცა თავის პირდაპირი მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულა ხვიჩას ფუნქციები შეითავსა მატჩის ბოლოს
გია
30 ოქტომბერი 2023 09:04
41
2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით,მისი ფასი ტრანსფერმარკეტზე,20 მილიონი ევროა.იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და შესანიშნავი ფეხბურთელი,მაგრამ ის ჩამშლელია და როგორც ხელოსნის გაკეთებული ნივთის ფასია მრავალჯერ ნაკლები,ხელოვანის მიერ შექმნილზე,ისე ჩამშლელის ფასია რამდენჯერმე ნაკლები,შემქმნელისაზე.მგონი იმას მაინც არ უარყოფ,რომ ხვიჩა კვარაცხელია,შემქმნელი ფეხბურთელია.
სოსო
30 ოქტომბერი 2023 16:43
1
კალაბრიას ბევრჯერ აჯობა, ბურთი ფეხებში გაუძვრინა, პოლიტანოს პასი რომ გაუკეთა 100% იანი საგოლე, იქაც კალაბრიას გასცდა. მარა თქვენ ხო ფლეშ სკორეე უყურებთ ფეხბურთს და ერთი სული გაქვთ ნაფტალინის სუნი დააყენოთ აქ.
ხვიჩას თქვენნაირების ბანძი კომენტარები ვერაფერს დააკლებს. გულში ჩაიხუტა კალაბრიამ თამაშის მერე ყველაზე ძლიერი მეტოქე. მარა თქვენ რას გაიგებთ.
თქვენ იმის ღირსიც არ ხარღ ხვიჩას დონის ფეხბურთელი გყავდეთ. თქვენნაირებს ფეხბურთს საერთოდ არ უნდა აყურებინო, თუ აყურებინებ ცოტა განათლება მაინც უნდა მისცე მაგ სფეროში, სისულელეები რომ არ წერონ და არ შეარცხვინონ საფეხბურთო სამყარო
ლუზერ ს
30 ოქტომბერი 2023 11:09
4
მართლაც არ იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში,მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა უკვე არის გუნდისთვის წარმატება.
ჯუჯი
30 ოქტომბერი 2023 08:28
12
უსუსტესი თამაში! კმარა ხვიჩუ დიდ გუნდებთან გაქრობა!
Naci
30 ოქტომბერი 2023 03:51
70
შენც მიშას უყურე და ისიამოვნე
ვასო67
30 ოქტომბერი 2023 12:39
4
დიდ თამაშებში იკარგება ხვიჩუ :)
Giorgi
30 ოქტომბერი 2023 03:45
60
ეს რა იყოო. ასეთი საოცარი და სანახაობრივი თამაში არ მინახავს კარგა ხანია. ესპანური ფეხბურთის ფანი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ გუშინდელი ელ კლასიკო ჩაისვა ჯიბეში ამ თამაშმა, თავისი ხარისხით, სილამაზით, ტექნიკით, სილაღით და საერთოდ ყველაფერით. ხვიჩას ბოლო წუთზე დარტყმული და მეკარის ულამაზესად მოგერიებული მომენტის ემოცია მირჩევნია ყველა გოლს, რაც ელ კლასიკოში გავიდა.
რომ გაეტანა ის გოლი ალბათ ჩემზე ბედნიერი რუდი გარსიაც არ იქნებოდა მაგრამ არაუშავს, ვისაც ფეხბურთი უყვარს მოგერიებულ მომენტებშიც ხედავს სილამაზეს და აფასებს. ტოპ თამაში იყო მართლაც და შეეძლო ორივე გუნდს მოგება, მილანზე მეტად ნაპოლი იმსახურებდა მოგებას, რადგან ყველაფერი დადეს მეორე ტაიმში. ასეთი შოუსთვის მართლა ღირს ღამის გათენებაც და სამსახურში დაგვიანებაც, უზომოდ მიხარია ხვიჩა რომ არის ამ საფეხბურთო ზეიმების მონაწილე.
და კიდევ ერთს ვიტყვი, რასპადორი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ვერ აფასებს გუნდი. სულ ვიძახდი, რაც მისი თამაში აიაქსთან ვნახე შარშან, როგორ კარგად შეეწყო ხვიჩას და 6:1 რომ მოუგეს აიაქსს ერთ-ერთი გმირი იყო ხვიჩასთან ერთად. არ იმსახურებს სკამზე ჯდომას და ბოლო თამაშებში ეგ კარგად გამოჩნდა. მაინცდამაინც ოსიმენი უნდა დაიმტვრეს რომ შანსი მიეცეს? ძალიან მაგარი ბიჭია.
და ბოლოს ხვიჩას და კალაბრიას ჩახუტება იყო პიკი და საფეხბურთო ზეიმის ლამაზი დასასრული. კალაბრიამ ზუსტად იცის მისი დონე და განსაკუთრებულად მომზადებული გამოდის მის წინააღმდეგ. საოცარი სანახავია მათი დუელი.
❤️
Skeleton
30 ოქტომბერი 2023 02:47
6
რასპადორი უნდა იყოს ძირითადში და ცენტრში ზომბი ანგისას მაგივრად ხოლმე.
dato
30 ოქტომბერი 2023 14:14
1
100% !!!
გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2023 02:52
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული