როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

AutoSharing Option
"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.

ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.

ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ობიექტური უნდა ვიყოთ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ხვიჩასი.ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია. ბოლოს ჰქონდა შანსი და იქაც ვერ ივარგა.საერთოდ საკვანძო თამაშებში გადამწყვეტი არასდროს არის.საბოლოოდ მილანმა გააფარჩაკა ნაპოლი და მოგებას უფრო იმსახურებდა.
ლაშა
30 ოქტომბერი 2023 07:36
80
ეხ,ლაშა,ლაშა,სოვსემ კაკ გლაშა !
ALONZO
30 ოქტომბერი 2023 11:10
3
სხვა თამაშს უყურე მეგობარო აშკარად... ერთი 100 % იანი საგოლე მომენტი შექმნა თავიდანვე, რამდენჯერმე 2 მცველსაც გასცდა და სუულ ცოტა დააკლდა საგოლე პასამდე და 2 ჯერ სულ ცოტა დააკლდა გოლამდე და დუელებიც მოიგო და საშიში კონტრშეტევიანი დაკარგვაც არ ქონია. სულ აქტიური იყო და კარიერის მატჩი არ ქონია ცხადია, მარა ერთერთი ყველაზე ცუდი კიარა, უბრალოდ ცუდი მატჩიც კი არ ქონია... ბოლო გოლი რო გაეტანა ერთერთი საუკეთესო თამაში ექნებოდა წელს.
რა მაფიაა?
30 ოქტომბერი 2023 09:12
3
ეს sofascori ჯუღელს მოსყიდული ყავს თუ რამ დააბრმავათ? )))
Giorgi
30 ოქტომბერი 2023 03:54
56
ეხ კვარა კვარა ბიჭოოო მიგეცა კუთხე გახვრეტილი იყო მენიანის კარის ბადე. ეეხ ლამის გული ჩამწყდა კვარას დარტყმის მომენტში, ტორტზე მარწყვი იქნებოდა ის გოლი რომ გასულიყო თან ზედ მატჩის ფინიშის წინ და ალბათ მართლა ამოიფრქვეოდა ამ საღამოს ვეზუვი ნაადრევად ისეთი ამბები დატრიალდებოდა ნეაპოლში. ესეთი თამაშები არ უნდა სრულდებოდეს ისეთ ეშხში ვიყავით შესული, ნუ თამამად ვიტყვი რომ დინამიკის, ბრძოლის, ესთეტიურობის მხრივ დეკადის საუკეთესო თამაში ვიხილეთ. აი რატომ გვიყვარს ფეხბურთი დღეს ხომ ნეაპოლში სპორტის ნომერ პირველი სახეობის ფეერვერკებით გალამაზებული დღესასწაული, ფიესტა ვიხილეთ, სწორედ ესეთი მომნუსხველი თამაშები აკლია თანამედროვე ფეხბურთს. ბრავო გარსიასაც მეორე ნახევარში მისმა ცვლილებებმა რადიკალურად შემოაბრუნა ვითარება და მილანი რასაც უშვებოდა პარტენოპეის პირველ ტაიმში უკვე მეორეში ნაპოლიმ და როსონერიმ როლები გაცვალეს, ეს კი მწვრთნელის პირდაპირი დამსახურებაა. ნუ რას იზამს გარსია როცა სერია B-ეს ლეველი კადრების დაყენება გიწევს დაცვაში უსუსტესი რაჰმანი რუის დუეტს ვგულისხმობ რომლებიც დაცვით ფაზაში "მოჩვენებები" არიან, მაგრამ ეს იმ ბებერი წუწურაქი ძაღლის დელაურენტისის კისერზეა. აი კვარაცხელიას და ლეაოს შორის რა სხვაობაა.
როცა არც პასი აქვთ და არც გოლი, კვარა მაინც კარგად თამაშობს. მაინც საუკეთესოებს შორის არის ხოლმე მოედანზე, გოლის გამტანების შემდეგ საუკეთესო შეფასება აქვს აქაც.
ლეაო კი ეპიზოდების ფეხბურთელია, სივრცეში თუ მიეცა შანსი გაიქცევა მაგარ დრიბლინგს გააკეთებს და გაიტანს კიდეც მარა სივრცე თუ არ მიეცი ამას ვერ იზამს, ანუ გუნდს სტატიკურ შეტევაში განსხვავებას ვერ შეძენს.
ლეაომ კარგად ითამაშა თუ არა სტასტიკას უნდა ჩახედო მხოლოდ, თუ შეაგდო გოლი ან ასისტი გააკეთა ესეიგი რაღაცა უქნია, თუ ვერადა ე.ი. თამაში ჩააგდო.
კვარამ კი გოლიც რომ ვერ გაიტანოს ან ასისტი ვერ გააკეთოს, იმ შეზღუდულ სივრცეშიც (სამ მცველიან გალიაში) 1-2 ჯერ მაინც გაექცევა 90 წუთში მეურვეს და მინიმუმ პრე ასისტს, ქი პასს დაგიდებს რასაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თან რამდენსაც "მაზავენ" მისი პარტნირები, პირველ ტაიმში გაიხსენეთ ხვიჩას ლანგარით მირთმეული საგოლე პასი პოლიტანომ როგორ ააცილა კარებს. ასეთ ასისტები კი თანაგუნდელებისაგან სანატრელი აქვს ჩვენ ბიჭს.
Charley
30 ოქტომბერი 2023 03:38
3
დათვურ სამსახურს როცა უწევენ შენ გვერდით ვართ უმეტესობა, მარა ეხლა არაა სწორი ეგ დამოკიდებულება, აშკარად ცუდად არ უთამაშია. სხვა საკითხია მეტი რო შეუძლია და რო უნდა ქნას მეტი. მეტი რო უნდა ივარჯიშოს რომ დარტყმის დროს მეტად გაუმართლოს ან გამართლებაზე სულ არ იყოს დამოკიდებული და ეს წნეხიც მეტად რო უნდა დაძლიოს. თუმცა ეხლა ცუდად ნაღდად არ უთამაშია
რა მაფიაა?
30 ოქტომბერი 2023 12:53
1
ტყუილად აქებ ყველაზე სუსტი იყო და არაფერი გაუკეთებია.დათვურ სამსახურს ნუ უწევთ.
ლაშა
30 ოქტომბერი 2023 07:39
51
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული