"ბაზელმა", რომლის ღირსებასაც გაბრიელ სიგუა იცავს, გასულ თვეში გოლი ვერ გაიტანა და შვეიცარიის ჩემპიონატის აუტსაიდერია.
სეზონის დასაწყისში "ბაზელის" მწვრთნელი ტიმო შულცი იყო. ის სექტემბერში ჰეიკო ფოგელმა შეცვალა, ახლა კი მის ნაცვლად გუნდი ფაბიო ჩელესტინის ჩააბარეს.
48 წლის ჩელესტინის კონტრაქტი ზაფხულამდე გაუფორმეს. ის ბოლოს "სიონის" თავკაცი იყო, იქამდე კი "ტერაჩინას", "ლოზანას", "ლუგანოსა" და "ლიუცერნს" ედგა სათავეში.
დღეს "ბაზელი" თასის 1/8-ფინალში სტუმრად პირველი ლიგის "კრინსს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.