ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „გრანადას“ 1:0 სძლია.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმის დასასრულს ცოტა არ იყოს საკამათო პენალტი მოიპოვეს და პეპელუმ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს თანაგუნდელი შეეჯახა, თუმცა ქართველი მარჯვენა მუხლის ტრავმას გადაურჩა, თამაში გააგრძელა და ამ სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა.
„ვალენსია“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება და 2 ფრე), 18 ქულით მერვე ადგილზეა და 12 ნოემბერს მადრიდში „რეალს“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“. 44 922 მაყურებელი
ვალენსია - გრანადა 1:0