სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა და სახლში ავტობუსით დაბრუნდა - ქართველმა ფანები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
გუშინ "ბაზელმა" "ივერდონი" გაბრიელ სიგუას 85-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. ამ გუნდს შვეიცარიის ჩემპიონატზე 8 ქულა აქვს და 4 18 წლის ქართველმა მოუპოვა, რომელიც შეცვლაზე მეორე ტაიმში შეჰყავთ.

bzbasel.ch აღნიშნავს, რომ სიგუამ გულშემატკივრებს თავი შეაყვარა და Geo Team-ის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გაბრიელი ნამატჩევს სახლში ავტობუსით ბრუნდება. გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა და ფეხბურთელმა ქომაგების კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა.

იმედია, "ბაზელის" ახალი მწვრთნელი ფაბიო ჩელესტინი სიგუას მეტ ნდობას გამოუცხადებს, მეტ სათამაშო დროს
მისცემს და ის კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარე მეგობარო, მთავარია ფეხბურთის და გულშემატკივარის სიყვარულით ითამაშო და არა ფულზე და სახელზე ირიენტაციით, წარმატებები
Guderian
00:04 07-11-2023
0
მარგალ ირო მანგარ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
00:35 07-11-2023
71

სიახლეები პოპულარული