სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა

AutoSharing Option
გაბრიელ სიგუა, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელს" "ივერდონთან" გამარჯვება მოუპოვა, დღეს "სერვეტთან" გასვლით მატჩში გააძევეს.

მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველი დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, მე-18 წუთზე კი მეტოქის მცველს ბრედლი მაზიკუს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

კაცნაკლულმა "ბაზელმა" დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ ოთხი გოლი გაუშვა 1:4 და დამარცხდა.

"ბაზელი" 8 ქულით აუტსაიდერია და 26 ნოემბერს "სენტ გალენს" უმასპინძლებს. გაბრიელს დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

სიგუა საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში ჩასატარებელი თამაშებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვიცი,მსაჯმა რა დაინახა, მაგრამ მე რაც დავინახე, მაგაზე ბევრი მსაჯი ყვითელსაც არ იძლევა... ფაქტია, ეს ჩემის შვეიცარები და ბენილუქსები ისე გვიყურებენ, როგორც ისლამურ სახელმწიფოს და ალბათ, არც გაუგიათ, რომ კანდიდატობის რეკომენდაცია მოგვცეს...
დდდ
23:22 12-11-2023
5
ძალიან ცუდი დღე ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს!!
სოსო
00:44 13-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული