არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
გვითხრეს ჩვენ წლების წინ რო ერთი დიდი სოფელი ვართ და დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდესო. ხო ყველას გახსოვთ?
a a
21 ნოემბერი 2023 00:38
2
არაა ეგრე არ უწევს კვარას თამაშის გამოტოვება უეფამ თქვა და ნუ ავრცელებთ დეზ ინფორმაციებს
მალხაზი
21 ნოემბერი 2023 00:27
16
ქართველმა ადამიანმა რომ არ გაიხაროს ასე ებრძვით ხომ?!
ხვიჩას თავისი როლი აქვს, თქვენ თქვენი!
აი შოუ სპიდის დედაც. ნაპოლუს დედაც და მესისის დედაც თუ ქართველი ვერ გაიხარებს!
ანუ
21 ნოემბერი 2023 00:26
6
კარგი მაშინ კოვიდი მძვინვარებდა, მაგრამ უეფამ ხომ დართო ნება 30% მაყურებელი დასწრებოდა, რატომ გადაიჭრეს ვენები?,როცა სხვა ქვეყნებში მივიდა გულშემატკივარი სტადიონზე, ახლა კიდევ ეს ყვითლების უბედურება, მიზანმიმართულად არ გინდათ ნაკრების წარმატება??? ვიღაც ლევანას( ალბათ) ნათესავი წერდა ადრე კომენტარში ,რაც ამ ფედერაციამ კობიაშვილის თამადობით გააკეთა სპორტისთვის არავის გაუკეთებიაო, სტადიონებზე დახარჯა უამრავი ფულიო. რად მინდა სტადიონი თუ იქ არ მათამაშე. ეგრე გამოდის. მე დავამატებდი რად გვინდა ფედერაცია თუ წესდება არ იცის? საერთოდ რა საჭიროა ეს ზარალა ფედერაცია?
დავით 67
21 ნოემბერი 2023 00:19
3
ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა უნდა ამოიღონ ხმა. ესპანეთის ფედერაციის შეფი სიხარულისგან კოცნაზე გააგდეს და ესენი ამდენი ხალხის იმედს წლებია სექსს უტარებენ და ამოიღეთ ხმა. ლუქსემბურგი ყაზახეთი მოლდოვა ბოლო ტურამდე იბრძვიან ალბანეთი გავიდა წელი არაა თუ ჩემპიონთა ლიგაზე არა უეფას ლიგაზე სულ არიან აზერბაიჯანული სომხური ყაზახური მოლდოვური კოსივოდან და მალტური დაჟე. და ესეიგი რაღაც ჩვენთან კეთდება არასწორად აღარ ქვია ამას იმენა საშინლად და თან ვითომც არაფერი არავინ არ იცვლება და პირიქით უალტერნატივო გახდნენ და აქეთ გონორზე არიან და ხმა ამოუღეთ ვისაც გეხებათ ეს ყველა გიყიდეს??????
Martali
21 ნოემბერი 2023 00:18
2
რა გატირებთ რაა.იმ გუნდის დედა ვატირე ვისაც სახლში აზერბაიჯანთან ან ლუქსემბურგთან თამაშის შეეშინდება.ასეთი გუნდით გვინდა ევროზე გასვლა,ვისაც კვარას გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია???თბილისში აზერებთან ან ლუქსემბურგთან????რად გვინდა ასეთი გუნდი,საერთოდ რა გვინდა ასეთი გუნდით ევროზე???არიან ბიჭები კვარას გარდაც,ვისაც შეუძლია ამ პრ აუტსაიდერთან სიტყვის თქმა.დავითაშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე,ბუდუ,მიქაუტაძე.ლოგიკურად ამათზე მეტი არ სჭირდება ნახევარფინალს.მორჩით ტირილს,ღნავილს და მოთქმა-გოდებას.ნუ თარსავთ წინასწარ ბიჭებს.
Master
21 ნოემბერი 2023 00:18
21
ანუ ვისი ბრალია ვერ გავიგე?!
მირიან მეტრეველი
21 ნოემბერი 2023 00:15
4
აგერ მთავარმა არხმა ამოუქექა კობიაშვილს 2015 წლის პოსტი, ზუსტად იგივე მიზეზის გამო ფედერაციის გადაყენებას რომ ითხოვდა ))))) ეხლა მიზეზი იგივეა მნიშვნელობა კიდევ ათასჯერ უფრო მეტი!
რუსთავი
21 ნოემბერი 2023 00:15
1
დავუშვათ და ესპანეთთან არ მიეღო ყვითელი და ნახევარფინალში მიეღო მაშინ ფინალს ხომ გამოტოვებდა ეგ უფრო ცუდი არ იქნებოდა?ისე ხვიჩა ისე იყო აჭრილი შეიძლება წითელიც კი მიეღო მსაჯებთან ჭიჭყინით ვარსკვლავი ვერ გახდები.
სსს
20 ნოემბერი 2023 23:57
20
არც ერთში არ უნდა მიეღო
ნიკა
21 ნოემბერი 2023 00:24
0
Iq nuldeba ar gamotovebda
Tbilis
21 ნოემბერი 2023 00:14
1
კარგია, თუმცა მეტი კრიტიკაა საჭირო, რამდენი ბარაბანი და უჭკუო ზის ფედერაციაში კი გამოჩნდა შედეგი, სხვა საიტები როდის შემოგიერთდებიან?
რასელ რასვაკეთებ ვესტბრუკი
20 ნოემბერი 2023 23:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული