ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პლეი-ოფის საგზური ჯაბა ჯიღაურის "ნასაფმა" და თომა ტაბატაძის "ნოვბაჰორმა" მოიპოვეს.

"ნასაფი" გასვლაზე "ალ სადს" დაუზავდა (2:2), ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი B ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

"ნოვბაჰორმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "მუმბაი სიტი". სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ 75-ე წუთამდე ითამაშა. უზბეკურმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

1/8-ფინალის მოპოვების შესაძლებლობა აქვს გიორგი გველესიანის "პერსეპოლისს", რომელიც დღეს "ალ დუჰაილს" უმასპინძლებს.
E ჯგუფში ირანულმა გუნდმა მეორე პოზიცია გაინაღდა და პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ ჯიღაური ბათუმში იყო,მანამდე სულ ნაკრებში იძახებდნენ, ეხლა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და არცერთხელ არ გამოუძახიათ,ისევე როგორც გველესიანი. ნეტავ რა უნდა იყოს მიზეზი :-)?! მოკლედ ისევ იქ ვართ სადაც 20 წლის წინ ვიყავით, ისევ კაცია ყველგან და ყველაფერში საჭირო. მერე მიიღებს ფეხბურთელი სხვა ნარებში თამაშის გადაწყვეტილებას და მთელი ერი მოღალატედ შერაცხავს.
საქართველო
05 დეკემბერი 2023 15:38
2
ფლეი ოფში 1 გუნდი არ გადის?
აზიის ჩემპიონთა ლიგის ფანი
05 დეკემბერი 2023 00:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული