ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ვაალვიკს“ 3:2 ამარცხებდა, მაგრამ მატჩი 84-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის, ეტიენ ვასენის მძიმე ტრავმის გამო შეწყდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი ვასენი გამოჯანმრთელდა, თამაში კი დღეს განახლდა და ანგარიში არ შეიცვალა - ამსტერდამულმა გუნდმა 3:2 მოიგო. შეხვედრის შემდეგ ვასენი "აიაქსის" თავდამსხმელ ბრიან ბრობის ესაუბრა, რომელთან შეჯახების შედეგადაც მიიღო ტრავმა.
"აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.
"აიაქსი" 21 ქულით მეექვსე ადგილზეა და 9 დეკემბერს "სპარტას" უმასპინძლებს.