დღეს "კვარა" და "მამარდა" ითამაშებენ - რომელ ტაქტიკურ სქემაში ვნახავთ ხვიჩას?

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის გახსნით მატჩში (23:45 სთ), დიდი აფიშაა - ტურინის "იუვენტუსი", რომელიც "ინტერს" 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ამავე ღამეს (23:59 სთ) ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთში ჩატარდება, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფეს" ესტუმრება.

სერია "ა"-ში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესაძლო 42 ქულიდან 33 მოიპოვა და ისინი სკუდეტოსთვის რეალურ მებრძოლებად განიხილებიან. "იუვემ" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით. 

ბოლო დროს "ნაპოლი" მრისხანე მეტოქეს ჩაგრავს, გასულ სეზონში
ორივე შეხვედრაში დაამარცხა, "სტადიო მარადონაზე" "ბებერ ქალბატონს" "შავი დღე" (5:1) აყარა, "კვარამ" კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო, თავად კი ერთი გაიტანა. 

Sportall.Ge

რა იქნება ახლა კრიზისულ პერიოდში მყოფი ნეაპოლელებისგან? - ქართველი გარემარბის გუნდი ცუდ ხასიათზეა, "ინტერთან" მწარედ დამარცხდნენ და ოთხეულს მიღმა არიან. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა იქნება, თუკი მას წარმატების მიღწევა სურს - ბოლო ორ მატჩში გაშვებული 7 გოლი ძალიან ბევრია. საკუთარ არენაზე "ნაპოლის" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი კარგად გამოიყურება და იშვიათად მარცხდება. 

"იუვეში" ტრავმები დე შილიოსა და ტიმოთი ვეას აქვთ. დანილო 6-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა უცნობია, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მის თამაშს რამდენად გარისკავენ. იმედია, გატისგან ამჯერად ნაკლებ უხეშობას ვნახავთ!.. 

ნეაპოლელთა დამრიგებელი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს 3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას, რადგან მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი მთელი ფრთის კონტროლი ალესანდრო ძანოლის დაევალოს, რომელიც ახლახან მომჯობინდა. ზელინსკი, ლინდსტრომი, დემე - ეს მაცარის ვარიანტებია. კაპიტან დი ლორენცოს ტრავმა, რომელიც მან ვარჯიშზე მიიღო, დიდი თავის ტკივილი არ აღმოჩნდა და ჯოვანი, რომელსაც 18 თვეა, საკლუბო მატჩი არ გამოუტოვებია, მომჯობინდა. 

შეხვედრის მთავარი მსაჯი გამოჩენილი დანიელე ორსატო იქნება. 

altქართველების დეკემბერი - ხვიჩა ოთხეულისთვის, ზურიკო გასავარდნ ზონაში, "ჩაკვეს" დაბრუნება...

მკითხველის კომენტარები / 30 /
https://www.youtube.com/watch?v=emXsWr9XbZc
ალექს
17:43 08-12-2023
1
უცნაურია,როცა გუნდს დაუნიშნეს მწვრთნელი,ვინც 3-5-2 ან 3-4-3 ათამაშებდა ყველა გუნდს და ახლა ეს მწვრთნელი 4-3-3 თამაშობს. ნებისმიერი სპეციალისტი თუ ექსპერტი გეტყვით,რომ ყველა მწვრთნელისთვის და გულშემატკივრისთვის სასურველი სქემა არის 4-3-3,თუმცა ყველა ვერ ათამაშებს ამ სქემაში გუნდებს. ეს იმიტომ ხდება რო მეტი ლავირება არის შესაძლებელი ამ სქემით,ბევრნაირად შეგიძლია გარდაქმნა პროცესში და ცვლილებებით. მაგალითად,კლოპი ამ სქემას სხვადასხვაგვარად იყენებს,ადრე მუშა ნახევარმცველებით 2-3-3-2 გარდაქმნიდა და ასე აღწევდა შედეგს. ამოწეულ ხაზში ორი ცენტრალური დამცველი რჩებოდა,სამი მუშა ნახევარცველი ერთ ხაზზე დგებოდა,ორი ფლანგის მცველი და ფირმინო ათიანის ზონას ასამებდა და წინ მანე სალაჰით უტევდა,ხოლო ეხლა ეს სქემა სხვანაირად გარდაქმნა,თავიდან 4-3-3 არის,თუმცა პროცესში 3-2-2-3 იღებს ან 2-3-2-3. იგივეს აკეთებს გვარდიოლა,ამ სქემას გარდაქმნის და ცენტრალური მცველი 6 ზონაში ადის და როდრის უწყვილდება. მოკლედ,ბევრი რო არ გავაგრძელო,ყველაზე კარგი სქემა არის,თუმცა გამოყენება უნდა.როცა ვუყურებდი ნაპოლის თამაშს ინტერთან და დავინახე სასტარტოში ელმასი,ვიფიქრე რო პროცესში 3-4-2-1 იქნებოდა,თუმცა შევცდი და ხვიჩა ისევ ეულად ყავდათ დატოვებული. ელმასს ქონდა უფრო თავისუფალი პოზიცია და ხშირად იცვლიდა ზონას,ხოდა რაც მიიღო ნაპოლიმ კი ნახეთ. უნდა ითამაშოს ნაპოლიმ 3-4-2-1,თუმცა ამ სქემაში ლობიტკას საჭიროება იკარგება და ამიტომ ვერ ურისკავენ ეტყობა. ელმას შეუძლია მარცხენა ზონის დაკავება და ფლანგის კონტროლი,მით უფრო რო სამ მცველიანი სქემა არის და მარცხენა ცენტრ მცველი ახლოს იქნება ზონალურად. დილორენცოს მეორე ფლანგზე ალტერნატივა არ არ აქვს და ამ ფორმაციაში,ზელინსკის და ზამბო ანგისას,ხოლო ათიანის ზონაში რასპადორის და ხვიჩას გამოყენება შეიძლება. ორივე მეტნაკლებად უნივერსალია შეტევაში და სამივე ზონაში შეუძლია თამაში,ამიტომ უპრიანი იქნება ზონების მუდმივი ცვლა და თავისუფალი სივრცეების გამონახვა. ოსიმენის ადგილი გარკვეულია და ბევრ საუბარს არ საჭიროებს. რა გახდა ეს ნაპოლი,რით ვერ მივიდა ისეთი მწვრთნელი,ვინც ხვიჩას თავისუფალ პოზიციას მიცემს და ისე ათამაშებს. შეხედეთ ბელინგემს რეალში,თავისუფალი პოზიცია აქვს და რა შედეგებს დებს. ხან 6 ნომერზე დგას,ხან ათიანის,ხან გარემარბის და ხან მეორე ფორვარდის ზონას ავსებს. ხვიჩას აქვს იმის უნარი,რომ ეს გააკეთოს. აბა,ასე არაფერი გამოვა,სამკლიტულში მოიმწყვდევენ მცველები და ზონას ვერ ტოვებს. ინტერმა ყოველ ჯერზე ასე გააჩერა,დარმიანი,დუმფრისი და ბარელა უკეთებდნენ სამკლიტულს,ხოდა ვერ გაძვრება ეგრე ვერავინ,ვერც მესი დაჟე,თუ მას ერთ ზონაზე მიაბავ.იუვენტუსი მკაცრად ფორმირებული დაცვითი სისტემით თამაშობს,შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს უბერავს და იგივეს გაუკეთებენ ხვიჩას,თან კატენაჩოზე ალეგრიზე მაგარი შეყვარებული სპეციალისტი არ არსებობს. ისე კი,იუვე ფავორიტია და მოიგებს დიდი ალბათობით,თუმცა შედეგი რაში მადარდებს,ხვიჩამ შეაგდოს შესაგდები. მამარდას წარმატებები და მშრალი კარი,ხეტაფე იმ კალიბრის გუნდი არ არის რო გოლის უეჭველი შემგდები იყოს,თუმცა არც ვალენსიას დაცვა ბრწყინავს. რაც არ უნდა იყოს,გიო კარგ ადგილას არის და ენდობიან.
იასონას უდარი
16:53 08-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული