"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში ამ მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

"ეს ყველაფერი მაცარის ბრალი სულაც არ არის, მას გუნდის ჩაბარება რთულ პერიოდში მოუწია.

"ნაპოლი" საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა. "ატალანტასთან", მადრიდის "რეალთან", "ინტერთან" გუნდი საშინლად გამოიყურებოდა", -
განაცხადა კიარელომ.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altანგისას ჟესტი კვარაცხელიას - კამერუნელმა ქართველის ქმედება არ მოიწონა

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 25 /
რა ხდება, ხვიჩამ რა გოლი ვერ შეაგდო,რაშია საქმე.სულ უკან უკან წავიდა,რა ხდება.როგორ,ერთხელ ვერ უნდა დაარტყა კარებში? მაშინ რა ფეხბურთელი ხარ,ეს უკვე მერამდენედ,მაგრამ მაინც წარმატებები ვუსურვოთ.ისე ფურთხებას,ხელების შლას და მსაჯთან კამათს თუ თავს დაანებებს,უფრო კაი ბიჭი იქნება.ნერვებიც უნდა მოთოკოს,ძალიან მოიმატა ყვითელმაბარათებმა
გიორგი
09 დეკემბერი 2023 02:25
7
ვერც სხვებმა დაარტყეს კარში და ესე იგი,ნაპოლიში ფეხბურთელი არა ჰყავთ?!
სოსო
09 დეკემბერი 2023 23:32
0
სამწუხაროდ, მართალია ეს კაცი. მარტის მერე "დაიკარგა", 2-3 თამაშს თუ არ ჩავთვლით. ის რომ არც "ნაპოლი" ბრწყინავს, ამას ნუ დავაბრალეთ. ვერ გაუძლო წნეხს.როგორია, უცებ რომ მოექცევი ყურადღების ცენტრში, მასზე ფილმების გადაღება, წიგნების წერა.ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ, ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით. მარტო "ნაპოლის" სუსტ თამაშში არაა საქმე, თვითონ ვერ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. ახალი ვერაფერი ისწავლა, ხელების ქნევის, ფურთებისა და არასპორტული საქციელის გარდა . მართლა გული მწყდება, რომ საშუალო დონის ფეხბურთელად ყალიბდება.
nik88
09 დეკემბერი 2023 08:03
8
სტადიონზე დადის არ იხსნება ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს დაღლილია არაა კონცენტრირებული გასული წლის აჩრდილია თითქოს ენერგიას სადღაც ტოვებს და ისე გამოდის სათამაშოთ
თორნიკე
09 დეკემბერი 2023 10:34
3
ეხლანდელ ფეხბურთში კარზე დაუგეშავი ფეხბურთელი ნონსენსია.38 წუთზე მარჯვენა მცველი დი ლორენცო იქ დახვდა ბურთს სადაც კვარაცხელიას ზონაა.დგას და ხელებს ასავსავებს.ვერ ხვდება ან არც არავინ ეუბნება.ენერგია წალკოტში აქვს დატოვებული თუ რაა? ფეხბურთი მარტო გვერდის ავლა არაა ისიც უშედეგო და არც პასი.უპირველესი ეს გოლია და მასზე უნდა იყოს დაგეშილი.ყველა სხვა კომპონენტი გოლისთვის არის!
დევი
09 დეკემბერი 2023 10:33
5
წამო კვარა ფოთის კოლხეთში.რაც მალე უკეთესი თორემ ფოთის კოლხეთიც სანატრელი გაგიხდება.
skeleton
09 დეკემბერი 2023 09:47
20
შენი საყვარელი საქმე ქირქილია! თანაგიგრძნობ!
4
10 დეკემბერი 2023 16:04
0
დევს რაღაც აზრი :) შეიცვალოს მსოფლიო ტენდენცია და გმირი იქცეს გმირად თავის დაბადების ადგილას, სოფელში, ქალაქში.
კითხვა
09 დეკემბერი 2023 14:33
0
და მაინც დი ლორენცოს შემდეგ ხვიჩამ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება. მოიხოდება ხვიჩა, არ ინერვიულოთ. ისე რუბინშიც ასე იყო ბოლოს. სიტუაცია რომ აირია ხვიჩაც ვერ თამაშობდა როგორც მიგვაჩვია.
ვანჩოპე
09 დეკემბერი 2023 10:04
4
ყველაზე უარესი ნაღდად არ იყო ! ალბათ მესამე მეოთხე იყო ოსიმენის ლობოტკას და შეიძლება ანგისას მერე(თუმცა ანგისამაც ყლაპა რამოდენიმე მომენტში) ხვიჩას ეს "ცუდი" თამაში მთლიანად ლაურენტისის და მწვრთნელების (ორივესი დიასისაც და მაცარისაც) კისერზეა! ვერ შეიგნეს რომ მთელ ფლანგზე არ უნდა ირბინოს ასეთმა საჭირო ფეხბურთელმა და პლიუს 2-3 კაცი არ უნდა ედგსს მუდმივად ! ასეთ პირობებში ხვიჩა კი არა მესი და რონალდუც ვერაფერს ვერ გააკეთებენ ! წარმოიდგინეთ მესი წინ და უკან მორბენალი და მთელი თამაშის განმავლობაში სულ რაღაც 4-5 პასი მისკენ თანაც მაშინ როცა მინიმუმ ორი კაცი იქნება მასთან და არ ექნება სისწრაფე აკრეფილი !
zura222
09 დეკემბერი 2023 02:38
26
რა მთელ ფლანგზე? ხაზთან დგას დაბმულივით, მიიღებს უვარგის პასს, დაუბრუნებს უკან უვარგის პასს და ეგ არის მაგის თამაში. დაცვაში საერთოდ თუ არ ჩავა უკეთესია, უაზროდ დარბის, ისე იოლად უვლიან გვერდს, მიკვირს
zura222 - ს
09 დეკემბერი 2023 10:54
4
დარბის არა იხვი დგას სარივით
სებო
09 დეკემბერი 2023 07:53
5
ყველა გამოხმაურება
დასვან ორი თამაში სკამზე დასკვნით 15 წუთი ათამაშონ მოვა ცოტა გონს გადატვირთვა ჭირება
beqa
09 დეკემბერი 2023 11:29
7
უმბერტო შე ,,,,,, ბუშტო მიხედე შენ საქმეს და თავი დაანებე ხვიჩას, კვარასნაირი მთელ იტალიის ნაკრებს არა ყავს, ეს სპალეტიმ თქვა. ნეტა კვარა იტალიელი იყოსო ნაკრებს ეშველებოდაო.
კახა
09 დეკემბერი 2023 13:30
10
სრულიად ვეთანხმები ზურა222 ს.ვერ იყენებენ ხვიჩას სწორად,რის გამოც კარგავს კონცენტრაციასა და ხალისს,რაც მისი თამაშის ხარისხზე აისახება,თუმცა ის გოლი,რომ გაეტანა მატჩის გმირი გახდებოდა. ძალიან სამწუხაროა.
ჯუჯი
09 დეკემბერი 2023 07:30
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული