"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
შარშან 0 წნეხი ქონდა. ლაღად თამაშობდა. წელს უკვე მთელი ნაკრების და ნაპოლის ტვირთი რო აქვს მოკიდებული მაგრა ნერვიულობს.
ამიტომაც არ მევასება ეს გადამეტებული კრიტიკა ან ქება-დიდება, ფეხბურთელი რო კითხულობს ეგეთ რამეებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს რომ იმედები გაამართლოს და წნეხში ექცევა. აშკარაა რომ მუხლების კანკალით თამაშობს წელს. სანამ არ დაწყნარდება და დაიკიდებს გულშემატკივრის ქება დიდებას და კრიტიკას მანამდე ასე იქნება. შარშან მაგისთვის ფეხბურთი იყო გართობა, წელს არის სამუშაო.
სპალეტის ეტყობოდა რომ კარგი პერსონალური მენეჯერია, ყველანაირ წნეხს არიდებდა. წელს უკვე კუანა მწვრთნელების ხელშია და მარტო თავის თავზეა დამოკიდებული.
Helados
09 დეკემბერი 2023 16:54
5
რეალობას უნდა გაუსწორო თვალი კვარამ რა მომენტიც ვერ გამოიყენა ესე არ უნდა ხდებოდეს აქ უფრო თავში ავარდნას ვხედავ და დასჯა უნდა მე ასე მოვიქცეოდი
დათო
09 დეკემბერი 2023 18:56
11
..ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.. სხვა დროს კიდევ ჩქარობს და არასწორ გადაწყვეტილებბეს იღებს ანუ კლასი არ აქვს ჯერ
სებო
09 დეკემბერი 2023 16:46
5
ანუ ჯერ ნოლ კლასშია?
სკარო
10 დეკემბერი 2023 00:34
3
ყველაფერი დალაგდება, დროა საჭირო. ყველაფერთან ერთად გონიერიცაა ჩვენი ხვიჩუკა. ყველაფერი წინა გაქვს ხვიჩა, ძალიან დიდი გზა ფეხბურთში.
გიორგი
09 დეკემბერი 2023 16:24
3
მიუხედავად იმისა რომ შვილივით ვგულშემატკივრობ ბოლო ორ თამაშში ორი დიდი შანსი გაანიავა.
კვარაჩელე
09 დეკემბერი 2023 18:15
2
ნაპოლის დედაც, მისი ფეხბურთელებისაც და მწვრტნელ-მფლობელების და რაც მთავარია " გულშემატკივრების". მთელ ნაპოლის სჯობს ხვიჩა! პასს არავინ არ აძლევს და კიდევ მასზე იყრიან ჯავრს. იმედია ინგლისში გადავა, სადსც იციან სიყვარული და დაფასება!
Rezo
10 დეკემბერი 2023 01:40
8

- ცოტა შინაგანი- ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს,მაგრამ არა უშავს,უნდა ეცადოს დამშვიდდეს, 2-3 თამაში დაისვენოს, მოიშოროს სხვების რჩევები და მის ფეხბურთს დაუბრუნდეს, მშვიდად და თავისუფლად გავიდეს მოედანზე და იფიქროს საკუთარი ფეხბურთი ითაშოს და არა ,,შეცდომა არ მომივიდეს,,...საკუთარი დრიბლინგებით,გოლებით,ასისტებით, თავისუფალი სივრცეებისათვის მუდმივი ბძძოლით და რწმენით-,,ყველა შეცდომას გამოვასწორებ ბრძოლით და ნიჭით,,
- ხვიჩა კვარაცხელია ვერ იქნება ვერც როსი,ვერც პირლო,ვერც გატუზო... ხვიჩა უნდა ოყოს ხვიჩა,განსაკუთრებულად მომხვიბვლელი თამაშის სტილი- დრიბლინგებით,როგორ ფეხბურთს თამაშობს და როგორიც აჩვენა გასულ სეზონში... თუ ამ თამაშს შეუზღუდავენ (მწვრთნელები) და მას ხვიჩა შეეგუება, ან ვერ შეძლებს დამშვიდება- მშვიდად თამაშს -დარჩება საშუალო კლასის, რიგით მშრომელ ფეხბურთელად, თუ შეძლებს- ყველაფერი კარგად იქნება.
აქვე, ეცადოს მოედანზე მარტო დარჩეს, ბურთთან მშვიდად- მარტო იმუშაოს ხოლმე და აუცილებლად მოძებნის საკუთარი საკუთარ თამაშს.
გლახუნა
09 დეკემბერი 2023 23:01
2
ფაქტია, სენსაცია კვარას ცუდად თამაშია, არ ელოდებიან ცუდ თამაშს, ისე , სენსაციური სათაურით გაზეთის ტირაჟის უბადრუკი მცდელობით გაზრდას აჯობებდა, მაგ პრესას დაეთვალა რამდენჯერ ეუხეშნენ კვარას, რამდენჯერ იჭერდნენ ხელის წელზე მოხვევით და რამდენჯერ მაისურზე ქაჩვით, ფეხებში რტყმით , გოტტი მამაძაღლმა ხელი კრა კვარას , იმიტომც უთავაზა ბურთი ზურგში, რად არ გააფრთხილეს გოტტი? კვარას წინააღმდეგ მისი ფინტებით გაბითურებული მცველები და ბრმა მსაჯები-აი თემა! კი არ ვიგონებ , მრავალი კამერა იღებს ამას და არიან სპეციალისტები, რომლებიც ამაზე უკვე გაამახვილეს ყურადღება! მიდის კვარაზე ნადირობა!
ალექს
10 დეკემბერი 2023 10:45
0
მე ვნახე მა გმომენტის ვიდეო სხვა რაკურსით,განსხვავებული რეპორტაჟისგან, გატტიი მამაძაღლმა მუცელში მუჯლუგუნი მიარტყა კვარას , ხელუკუღმა, დიახ ზურგშექცევით კი იყო , მაგამ ხელი უკან გასწია და კრა კვარას , მაისურიც მოქაჩა , ამიტომაც საპასუხოდ ზურგში ბურთი ესროლა კვარამ, არ უნდა ექნა, მაგრამ ასე იყო ! ეს საშინაო დავალებაა, კვარას წინააღმდეგ მუშაობენ მწვრთნელები, თანაშემწეები, მისი ფინტებით გაბითურებული მცველები -სამუშაოს კარგავენ, ფულს კარგავენ , მსაჯს ათი კამერა არ აქვს, აქვს ორი თვალი და მას ეს ინცინდენტი არ დაუნახავს, მაგრამ რომელიღაც კამერამ დააფიქსირა !აქვე დავძენ უამრავი კადრია როცა კვარას ისე იჭერენ, რომ მსაჯი ამას ვერ ხედავს , აი ეს დაამუშავეს, კი არ გაშიფრეს კვარა, ვერასოდეს გაშიფრავენ ხელოვანს, აი ეგენი კი ხელოსნები არიან-ბოდიში ამქართან, კარგ ხელოსანს რა ჯობს,ხელოვანია ეგეთიც, ისე სიტყვის მასალად !
ალექს
10 დეკემბერი 2023 23:09
0
სექტაააა რა საბრალოები ხართ
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
09 დეკემბერი 2023 20:45
13
გამოვიდეს და სთქვას რა ჭირს ამ კაცს
?
09 დეკემბერი 2023 20:24
5
ცოლის მოყვანა არ უნდოდა და ძალით მოაყვანინეს
K
10 დეკემბერი 2023 00:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული