"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. პოლიტანოს და ანგისას მატეუსმა არ გაატანინა. შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და "ნაპოლი" მერვედფინალში იასპარეზებს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს, იტალიის პირველობაზე, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 34 /
დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ვასო 67
13 დეკემბერი 2023 07:07
5
გია ვახო ზურა ?? და სხვა ???, შეიძლება საერთოდ ერთი ხარ და აწკაპუნებ კლავიატურაზე, ეს ე რამ დაგბოღმათ, ბოლო ბოლო არ უყუროთ, თუ ეს ე ვერ იტანთ, ცოდოები ხართ, კვარა გვახარებს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს და არ გასკდეთ…
ვასო67
13 დეკემბერი 2023 07:04
6
რა ხდება სად შეიყარა ამდენი ფეხბურთის უვიცი გაბოროტებული კომენტატორი აქ?!!
ვახო
13 დეკემბერი 2023 03:45
10
რა უგულოდ აკრიტიკებთ, ცხოვრებაში არ გქონიათ რთული მომენტები? რისი გაკეთებაც იცი ის ხო არ დაგავიწყდება რამდენიმე თვეში... დავეხმაროთ უნდა რომ ადვილად მოერიოს ამ სტრესს და ძველი კვარა დაგვიბრუნდეს
რა მაფიაა?
13 დეკემბერი 2023 03:28
8
შენი დახმარება ვის რად უნდა,გაქვთ კმის შესაძლებლობა თამაშებზე იაროთ?იყავით ვინმე მადრიდში,მერე იუვენტუსთან თამაშზე? ალბათ ტელევიზორიდან უყურებთ ხვიჩას თამაშებს და აწკაპუნებთ აქ
რა მაფია-ს
13 დეკემბერი 2023 10:01
3
არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი და ვაკრიტიკებთ , რომ იყოს არაჩვეულებრივი . არ შეუძლია, თორემ თავადაც უნდა ეს. შევეგუოთ იმ
აზრს, რომ არის საშუალო კლასის ფეხბურღელი, რომელიც თამაშობს სერია ა-ში.
ფეხბურთი
13 დეკემბერი 2023 02:36
40
ნეტა ესე იყოს, მაშინ საერთოდ არ ვინერვიულებდით, მაგრამ ხომ ვიცით მისი ტალანტის დონე და შესაძლებლობები, ამიტომ გვისკდება გული რომ ჩვენს თვალწინ ხდება ამ უდავოდ ნიჭიერი მოთამაშის საშუალო კლასის ფეხბურთელად ქცევა. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტია
giorgi 3
13 დეკემბერი 2023 02:54
8
ნორჩი ფეხბურთელების საყურადღებოდ!
წინა სეზონებში ხვიჩამ წარმატებას დიდი შრომით მიაღწია. რაც უფრო ნიჭიერი ხარ, მით უფრო მეტი უნდა იშრომო!
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 02:33
2
:D
vava
13 დეკემბერი 2023 02:31
3
მდააა, ეს პროექტიც ჩაიშალააა, ის მიკვირს საერთოდ რატომ ათამაშებენ????
?????
13 დეკემბერი 2023 02:27
31
თუ არ და ვეღარ თამაშობ, ვინც დაგრჩა მაყურებელი, იმათ მაინც უთხარი რომ ისედაც დაღლილს ფეხებზე მორები დაგკიდეს და ვეღარ დარბიხარ საერთოდ, შედეგიანობაზე ხომ მოკვდა ბაზარი ისედაც
дима
13 დეკემბერი 2023 02:22
22
ხვიჩა ან შენ რას იტანჯები ან ჩვენ რას გვტანჯავ, რაღაცა უნდა მოიქმოედო და შეცვალო, საკმარისია უკვე!!!
??
13 დეკემბერი 2023 02:20
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული