მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ბოლო 5 მატჩში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ მისცემია. sofascore-მა ქართველის თამაში 6.5 ქულით, whoscored-მა კი 6.0-ით შეაფასა.
„აიაქსმა“ B ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. 1/16-ფინალში მისი მეტოქე 18 დეკემბერს კენჭისყრაზე გაირკვევა.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - აეკ 3:1
გოლები: 1:0 აკპომი (5), 1:1 გარსია (11), 2:1 ტეილორი (20), 3:1 აკპომი (56)
მაგ ძალად გრანდში რომ მთელი სტრუქტურა გახრწნილია, გუნდის პოლიტიკაზეც და გუნდის შედეგებზეც ეტყობა. ისე იქცევიან, რომ ყველას თავს აზიზღებენ. ამათ როგორ უნდა უგულშემატკივრო. ნამდვილად ეკუთვნით გავარდნა მასეთ ნაძირლებს, გულშემატკივარ-ადმინისტრაცია-ყარაულიანად.
რასაც ეგენი გიორგის უკეთებენ აუხსნელია. შანს არ აძლევენ და ჰყავთ ესე ტყუილად. გიორგის აგენტი კიდე გინდა ყოფილა და გინდა არა.