ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. შანსი
სარდინიელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ ნანდესს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩა ნანდესს გაექცა, გოლდანიგამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ მომენტების შექმნა უჭირდა და რაჰმანისა და კაიუსტეს ნაცვლად მოედანზე მარიო რუი და რასპადორი შევიდნენ. „კვარამ“ პასი მარიო რუის გაუკეთა, პორტუგალიელის ჩაწოდებულ ბურთს კი ოსიმენმა თავურით სკუფეტის კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, პავოლეტიმ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მერე ოსიმენმა რამდენიმე მცველს აჯობა, მისი პასით ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა, 89-ე წუთზე შეცვალეს და "ნაპოლიმ" მძიმე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს სახლში თასზე „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (69), 1:1 პავოლეტი (72), 2:1 კვარაცხელია (75)

მკითხველის კომენტარები / 38 /
პირველ რიგში ვულოცავ ხვიჩას და მის გულშემატკივრებს. ბრავო ხვიჩა დღეს კარგად ითამაშე ბოლომდე იბრძოდი დაკარგულ ბურთზე და საერთოდაც კარგი თამაში გამოგივიდა. ახლა რაც შეეხება კრიტიკოსებს სულ გორავსო. გაფიცებთ სხვა თამაშს უყურეთ? ტიპს მარტო ნაჯახს არ ურტყამენ რა ქნას რომ ტკივა დეიკიდოს? პროსტა რჩევა მიეცით თუ მაგრები ხართ. რა ქნას მაშინ როცა გარბის მაიკაზე ქაჩავენ აჩუქოს ფორმა და შორტის ამარამ ირბინოს? ტიპი ქართული ფეხბურთის მეფეა , ევროპას აზანზარებს ნებისმიერი გუნდი ორმაგ დაცვას უყენებს და დავალება აქვთ რომ ურტყან ფეხებში რაც შეიძლება მეტი და თქვენ ვითომ კრიტიკოსები სირბილს უწუნებთ? აუ ხვიჩა მეგობარო მართლა მაინტერესებს ამდენს გირტყამენ ფეხებში და როგორ დარბიხარ კიდე?
roma bejanidze
01:59 17-12-2023
2
ვკითხულობ კომენტარებს და ეჰ :( ზუსტად თქვენნაირებს დაეჭყანა ხვიჩა და მეც სიამოვნებით ვუერთდები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული