ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. შანსი
სარდინიელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ ნანდესს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩა ნანდესს გაექცა, გოლდანიგამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ მომენტების შექმნა უჭირდა და რაჰმანისა და კაიუსტეს ნაცვლად მოედანზე მარიო რუი და რასპადორი შევიდნენ. „კვარამ“ პასი მარიო რუის გაუკეთა, პორტუგალიელის ჩაწოდებულ ბურთს კი ოსიმენმა თავურით სკუფეტის კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, პავოლეტიმ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მერე ოსიმენმა რამდენიმე მცველს აჯობა, მისი პასით ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა, 89-ე წუთზე შეცვალეს და "ნაპოლიმ" მძიმე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს სახლში თასზე „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (69), 1:1 პავოლეტი (72), 2:1 კვარაცხელია (75)

მკითხველის კომენტარები / 38 /
წესით ნაპოლის ბარსასთან უნდა წაეგო, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა და ეს გამართლება ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაუთვალეს კალცონეს. ამჟამად საქმე პირიქით იყო, კალიარი აგებდა და წინ უნდა წასულიყო, სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო კვარა ოსიმენი და სწრაფი რასპადორი, კალცონემ მათ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც პრესინგი ეხერხებად, მაგრამ ბურთის წინ წაღება არა და მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო. როგორც ეტყობა კალცონეს ანტიფეხბურთის თამაში თამაში ეხერხება, ხოლო ფეხბურთის ნაკლებად.
დურუ
21:34 25-02-2024
0
სპალეტიმ დროზე გაასწრო მაქაურობას, ეს ლაურენტესმა რაც გააკეთა გარსია მოიყვანა, მერე იმაზე უარესი, ეს ახალი მწვრთნელი კი ორივეზე უარესია. ბარსასთან გაუვარდათ, აქ კი გამოჩნდა რა მწვრთნელიც არის. ცენტრიდან საერთოდ ვერ ამწვავებენ ვერანაირად, ის გოლიც დაცვის შეცდომას მოყვა. შეტევა ფაქტიურად არ არის, დაცვა უსუსტესია, შუა ზონაც სუსტია. სწრაფი ბურთი არ მოძრაობს და გუნდი ზანტივითი თამაშობს.
zaza
21:03 25-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული