"ბრატისლავის "სლოვანი" იჯარის წესით გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს. "გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება", - დაადასტურა სლოვანის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გიორგი ჩაკვეტაძეს და "უოტფორდის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგება, სადაც ქართველის მომავალს განიხილავენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით ინგლისურ კლუბში. ფეხბურთელის მიზანი
მარტის მატჩებისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნაა, რისი შანსიც "უოტფორდში" მიცემული სათამაშო დროით ძალიან რთული იქნება".