"გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძეს იჯარით გაშვებაზე უარი უთხრა:

"გიორგი ჩაკვეტაძეს და "უოტფორდის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა, სადაც ინგლისურმა კლუბმა ზამთარში ქართველს წასვლაზე უარი უთხრა.

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ გუნდში მიღებული სათამაშო დროით ქართველი შემტევი უკმაყოფილო იყო და მარტის თამაშებისთვის მოედანზე მეტი გატარებული დრო სურს, რის გამოც იანვარში კლუბის შეცვლაზე ფიქრობდა, თუმცა "უოტფორდში" ეუბნებიან, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ხედავენ.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს "კარაგუმრუქის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემაც დაურეკა და მისი დამატების სურვილი გამოთქვა. ქართველებს შორის
პოზიტიური საუბარი შედგა. გიორგის წაყვანა ბრატისლავის "სლოვანში" ვლადიმირ ვაისსაც სურს.

იანვრის ბოლომდე რაღაცების შეცვლის ალბათობა არსებობს, თუმცა პირველი პასუხი "უოტფორდისგან" უარია".

Geo Team

მკითხველის კომენტარები / 15 /
არაა არველაძის ვარიანტი ცუდი, მაგრამ მემგონი მაინც ჯობია გიორგი უოტფორში დალაგდეს, თუ გამოუვა რათქმაუნდა.
gionat
11:03 22-12-2023
1
ეს არველაძე თურქეთ ვერ გაცდა. როგორც ქეცბაია კვიპროსს
თემო
13:41 22-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული