დღეს ხვიჩამ უნდა ილიდეროს - ოსიმენის არყოფნაში ქართველი შედეგიანი იყო - წლის ბოლო მატჩი

AutoSharing Option
კრიზისიდან კრიზისამდე მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" 2023 წელს ცხრილის შუაში მყოფ "მონცას" მასპინძლობით დაასრულებს - დღეს, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე. პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ უახლოეს მეტოქესთან შორს არც ნეაპოლელები არიან - ოთხეულში შესვლა ამ ეტაპზე მიუწვდომლად რჩება, ვალტერ მაცარის მოსვლა გუნდს არაფერში დაეტყო...

დისკვალიფიკაციები, ტრავმების მზარდი რიცხვი - მასპინძლებისთვის სიტუაცია სახარბიელო არაა. ამას "ნაპოლიდან" ფეხბურთელების წასვლა ემატება, მალე კი აფრიკის თასზე ანგისა და ოსიმენი გაემგზავრებიან. პოზიტიური "უდინეზეს" სერბი ნახევარმცველის, 21 წლის ლაზარ სამარძიჩის (ფასი 18.8 მლნ ევრო) შესაძლო
ტრანსფერია... "მონცასთან" ხვიჩა კვარცახელიას, როგორც ლიდერის, როლი დიდი იქნება. განვლილ თვეებში, ოსიმენის (დღეს მისი დაბადების დღეა) არყოფნისას, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდა. წინა სეზონის მიწურულს უკვე ჩემპიონმა ნეაპოლელებმა "მონცასთან" სტუმრად (0:2) წააგეს, "კვარამ" კი მეორე ტაიმში ითამაშა; რაც შეეეხება მეორე ტურის (4:0) მატჩს, გახსოვთ, რომ ხვიჩამ იქ დუბლი შეასრულა და ბრწყინვალედ მოქმედებდა.

Sportall.Ge

ბერლუსკონისა და გალიანის გუნდი ("მონცა") უკვე მეორე სეზონია, სიმპათიურად გამოიყურება. მათთან წარუმატებლობის გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, დე ლაურენტისმა მაცარიც გარსიას გზას გაუყენოს!.. არსებული კონტინგენტიდან გამომდინარე, თითქოს ვალტერი 3-მცველიან ტაქტიკაზე უნდა გადავიდეს, თუმცა, გარისკავს თუ კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3-ით ითამაშებს?! მწვრთნელმა თქვა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რასპადორისა და სიმეონეს ძალები უნდა გადაანაწილოს. საინტერესოა, მარჯვნიდან ვინ შეუტევს...

შეხვედრას 54 726 მაყურებელი (ბოლომდე სავსე "მარადონა") დაესწრება. იმედია, კვარაცხელია და მისი გუნდი ახალ წელს პოზიტიურ განწყობაზე შეხვდებიან!..

alt"მისი ფასი დაეცა, მუდამ ერთსა და იმავეს აკეთებს ... მწვრთნელმა აუცილებლად უნდა უთხრას, რომ..." - Football Italia-მ ხვიჩა გააკრიტიკა

altწლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფეხბურთი ერთ-ერთი სპორტია თუ არა ერდადერთი რომელიც სიგიჯემდე უყვართ და აგიჟებს კაცობრიობას, ხვიჩა ქართული გენია, ქართული თვითმყოფადობა და რატომაც არა პირველი ევროპელი ქართველი იყო-ზეზვა და მზია.დღესაც ვუსურვოთ წარმატება.ხვიჩა ქარგავს უკვე დიდია, დიადია ესეთები იშვიათად იბადებიან.
თორნიკე
29 დეკემბერი 2023 19:22
2
ზუსტად მაგაშია საქმე რომ ოსიმენის გარეშე ვერაფერს აკეთებს :))
ოეე
29 დეკემბერი 2023 18:21
11
10 თვეა ფეხბურთს წესიერად ვაღარ თამაშობს და ხელფასს ვინ მოუმატებს.პირიქით უნდა დააკლონ იქნებ აზრზე მოვიდეს და ვარჯიშს მოუმატოს.
ვა რა დონეა
29 დეკემბერი 2023 15:18
9
L.ჯ-ს კითხე აბა პროფესინალი უნდა იყოსო და სულაც, რომ არ უხადონ მაინც უნდა ილიდეროსო.დდდდდდდდდდდდ
სოსოს
29 დეკემბერი 2023 12:15
2
:)))ara unda dadges da dro gaiyvanos 3.5 weli tavi ar unda sheiwuxos xoo tqveni azrit???ADL-m pulis gamo kontraktebi ar gauxandzliva:hamshiks,mertens,insinies da kulibalic bolos gayida chelshshi
L.J .
29 დეკემბერი 2023 17:06
1
Da ra moemateba xvichas ar tamashit???puli mindao da ar vtamashobo??amas seriozulad ambob??konttakti aq da mixedavs mis saqmes!!!!
L.J .
29 დეკემბერი 2023 17:01
1
გუნდში ქაოსია, ფეხბურთელებს თამაშის მოტივაცია ძალიან ნაკლებად აქვთ, მონცამაც თუ იგივე ბინძური თამაში დაიწყო და ფეხბურთელების მტვრევაზე გადავლენ, ხვიჩამ რა ლიდერობა უნდა ჩაიბაროს. ხვიჩას მარადონას ხასიათი არ აქვს, მას აკადემიურლიგაში ჭირდება თამაში, თუ სადმე არსებობს ამგვარი
ხათუნა
29 დეკემბერი 2023 12:11
3
ჩემთვის ნათელია, რომ შარშან, ეს წუწურაქი ლაურენტისი, მხოლოდ ხვიჩას დაბალი ფასის გამო დათანხმდა მის ყიდვას და ყარაულის თოფივივით გაუვარდა.
მისთვის სულერთია, ფეხბურთელს ყიდულობს, თუ ვიდეოკამერას. მთავარია, იაფი იყოს.
გოგია
29 დეკემბერი 2023 11:58
1
ხვიჩას ხელფასის მომატების საკითხზე,ლაპარაკიც კი არ გვქონიაო,დე ლაურენტისმა!ღრმა თადარიგის ხელფასის მქონე ფეხბურთელისაგან,რატომ მოითხოვენ ლიდერობას?ვინმეს ლოგიკურად ახსნა,თუ შეუძლია?ძალიან მაინტერესებს.
სოსო
29 დეკემბერი 2023 11:41
2
ოსიმენის, პოლიტანოს, ზელენსკის და ელმასის გარეშე ხვიჩა მაგრად ათამაშდებოდა, ისეთივე ფორმაში რომ იყოს, როგორც წინა სეზონში. ლიდერის როლი ძალიან უხდება, და ამოტომ თამაშობს კარგად ნაკრებში.
ქ. გ.
29 დეკემბერი 2023 10:06
2
რომ ვამბობ, ნაპოლის მთავარი პრობლემა თავად კლუბის მფლობელი ლაურენტესია მეთქი, გამოხტება ზოგიერთი და ამბრაზურასავით გადაეფარება. რას ნიშნავს " კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3 -ით ითამაშებს"? ჯერ, ლაურენტესი რატომ ერევა გუნდის სათამაშო სქემაში, მწვრთნელი რისთვის ჰყავს? მეორეც, ეს მწვრთნელია თუ პრეზი, მორგებაზე რომ ფიქრობს? ბარდაგია გუნდში, იმიტომაც გარბიან იქიდან მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც, ნორმალური კიდევ არავინ არ მიდის ლაურენტესთან სამუშაოდ. მოკლედ, მალე გუნდში მარტო ლაურენტესი, მაზარი და ხვიჩა დარჩებიან.
ბესო
28 დეკემბერი 2023 13:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული