მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:
Flashscore 7.1, Whoscored 7.0, sofascore 7.0.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 52-ე წუთზე „უოტფორდის“ თავდამსხმელი ვაკუნ ბაიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
„უოტფორდი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა, პლე-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 1-ელ იანვარს გასვლაზე „პლიმუთთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ლივერმორი (15), 1:1 მაე (34)
გაძევება: ბაიო (52, ნაპოლი)
ჩათვალეთ, რომ საახალწლო სურვილი გაგიმჟღავნეთ!
წარმატებები ჩაკვეს.
შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ ფაქტია ძალიან სწორ გზაზეა და უდიდესი წარმატებები.
უკვე ამდენი წელია ვუყურებ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.