"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამან რაო კვარა მსოფლიოს ტოპ 3 ში შედისო? ))))))) ენას ძვალი არა აქვს თემაა ხო პატივცემულო? და ვინ შეიძლება ეგ ბავშვური ტყუილი იყიდოს აი ძალიან მაინტერესებს.ტოპ 30 მაინც გეთქვა შე თაყვანო შენა.
გიორგი
31 დეკემბერი 2023 16:12
4
მგონი მამუკას წარმოდგენა არ აქ დღევანდელი მანიუს და ბარსას მდგომარეობაზე თუ თავგადაკლული ფანი არ ხარ ან ერთში რა გინდა ან მეორეში მითუმეტეს მანიუ წელსაც ვეღარ და 99% ვერც მომდევნო სეზონში იქნება ლიგაზე აი ბარსა კი იმიტოა სამეულში ესპანეტში დონე ძალიან დაბალია 12 წელია სამეული არ შეცვლილა
ნოდო
31 დეკემბერი 2023 15:06
4
მამუკას მეგობარმა რუსტემ საიმანოვმა აღიარა ყაჩაღობა და მკვლელობა. ბანდიტების ადგილი ციხეშია.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:57
6
ოღონდ ინგლისის პრემიერლიგა არა!
ლაშა
31 დეკემბერი 2023 11:14
9
პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდი მოუხდებოდა ხვიჩას, ცოტახნით კი სკამზე მოუწევს დაჯდომა, მაგრამ მალე მიხვდება რომ პირადი ტრენერი სჭირდება. იმ მეურვეობისთვისნროგორც ხვიჩას ,ეურვეობენ, ეს ფიზიკური მონაცემები აღარაა საკმარისი. ამის შემდეგ მოვა ტოპ გუნდიც.
ემიგრანტი
31 დეკემბერი 2023 13:52
6
არის რამე პრედლაჟენია?
!!
31 დეკემბერი 2023 20:36
3
ვაა, ამან დაამთავრა ეტყობა ბიკენტიასთან მესამე პორცია ქაბაბის ჭამა და გამევიდა თეთრ ხიდზე...
ბათუმელა
31 დეკემბერი 2023 20:37
2
მთავარია სტადიინზე ტანტრუმების მოწყობას გადაეჩვიოს
გჯბნ
31 დეკემბერი 2023 13:22
10
დეგენერატი აგენტის ხელში არაფერი გამოვა.
გიორგი
31 დეკემბერი 2023 20:53
2
ამას რუბინის მერე არ უსმენ და არც ვკითხულობ, ფაქტიც სახეზეა,
აჩი
31 დეკემბერი 2023 15:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული