"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
კარგი რა, მამუკა!ხვიჩასთან კი არა,შენთან გვაქვს პრეტენზიები,ადრე,ჯერ რუბინთან და ახლა ნაპოლისთან, არასწორად დადებული კონტრაქტების გამო,მის მუხრუჭად რომაა ქცეული და მხოლოდ დე ლაურენტისის ინტერესებს იცავს.გასაგებია,გამოცდილება არ გქონდა,მაგრამ ამის გამო,ხვიჩა რომ ზარალდება და შენც ვეღარაფერს შველი,ესეც ხომ ფაქტია.მისთვის ხელფასის მომატებას გვპირდებოდი და შენი სიტყვები,საერთოდ უარჰყო,დე ლავრენტისმა.ხვიჩა ხაფანგში ჰყავს და შენი სიტყვებით რომ ვთქვათ,არც ის არის,დეგენერატი,თითქმის უფასოდ მოთამაშე ბრილიანტი,სადმე გაუშვას,ან თვითონ მოუმატოს ხელფასი.ხვიჩას ხელფასი,მისი თანაგუნდელების ხელფასს შეადარე და თქვი,ეს სამართლიანია?!მერე კი,გულახდილად ისიც თქვი,ამის დაშვება,ვისი ბრალია.ღმერთია მოწამე,ადრე ყოველთვის გიცავდი და არც ახლა ვარ,შენი მტერი,ყველგან წარმატებებს გისურვებ,მაგრამ ისე ჩანს,კვალიფიკაცია არ გკმარა,ხვიჩას დონის ფეხბურთელის აგენტობისათვის.ვერც მისი ტალანტი შეაფასე,სრულფასოვნად და შემდეგ,ვერც მის ინტერესებს იცავ,ნორმალურად.უკვე შარშან,ამ დროს,ხმამაღლა უნდა მოგეთხოვა,ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი,რაზეც,დე ლაურენტისი,საჯაროდ უარს ვერ იტყოდა.უბრალოდ ვერ გაბედავდა,სახალხოდ ამის თქმას.მოგატყუეს და ამისი აღიარება გიჭირს.გასაგებია,მაგრამ ამით,პირველ რიგში,ხვიჩა ზარალდება და გამოსავალიც არ ჩანს.
სოსო
31 დეკემბერი 2023 11:45
3
რა ხვიჩა ზარალდება ბიჭო აზრზე მოდით, კაცი ბურთს აგორებს და მილიონ ნახევარი აქვს ხელფასი და ყველაზე მაგარი ექიმი რო აიღო საქართველოში იმას არ აქვს მაგის მეათედიც კი. რეებზე დარდობთ…
ბაჩო
31 დეკემბერი 2023 13:00
36
100% მართალი ხარ სოსო ბატონო! ძაან აკლია ამ კაცს კვალიფიკაცია!
რობი
01 იანვარი 2024 16:29
2
ყველა გამოხმაურება
1 თვის წინ თქვა კონტრაქტი უახლოეს მომავალში შეიცვლებაო. აქვე ეწერა ეგ ინტერვიუ. ახლა ამბობს მალე ტოპ ლუბში გადავაო. გასაგებია რომ მაგრად გინდა ეგ მოხდეს მაგრამ მაგ საქმის გაჩარხვას ცოდნა უნდა. ევროპის ტოპ კლუბებში ისე არ კეთდება საქმე როგორც ურალში და როტორში. იმას თუ ვერ ხვდები რომ შენი ხელმოწერილი კონტრაქტით ლაურენტისის მძევალი ხარ, ან თავს იბოლებ ან კიდევ ცდილობ სხვა დააბოლო. თუ მაგ ბიჭის მომავალი გაღელვებს მაგას ჭირდება ნორმალური ევროპელი აგენტი. მორჩა
გუჯი
31 დეკემბერი 2023 18:24
6
აი რატო უნდა იყოს ამ გლეხის და არაფრის მცოდნე ტიპის ხელში ეს ოქრო ბიჭი,რაღაცა ისეთი გრძნობა მაქვს რო ბოლოს დაღუპავს ამ ბიჭს ეს ტუპოი ტიპი
ანზორი
31 დეკემბერი 2023 16:45
9
არაა არამგონია “მოასწროს” ჯუღელმა რამე დამანგრეველი გავლენის მოხდენა ხვიჩას მამამაც შიგნიდან იცნობს თან საფეხბურთო სამზარეულოს და პროფესიონალი ფეხბურთელის დღის წესრიგი და მისწრაფებებიც კარგად იცის! ყვრლაფერს კი თავის ყავლი აქვს მათ შორის აგენტებთან ართიერთობასაც ბოლო ბოლო მენდეში და კრიშტიანუ დაშორდნენ ერთმანეთს! )))
1111
31 დეკემბერი 2023 17:36
6
მაინც პროფესიონალის საუბარი სულ სხვაა
nika
31 დეკემბერი 2023 11:26
4
ვაი შენს პატრონს უბედურს! ეს გლეხუჭა იმასაც ვერ ხვდება რომ ხვიჩაში კი არაა პრობლემა, თავის თავშია და მისნაირში (ლავრენტაში). ანუ, ხვიჩას აყვანის სურვილი კი ექნებათ ტოპ კლუბებს, მაგრამ ჯუღელის უვარგისობა (არანაირი ავტორიტეტი ევროპაში მას არ აქვს) და დე ლაურენტისის სიხარბე (მაღალი გამოსასყიდი ფასი) არის ის ფაქტორები, რის გამოც ამ ეტაპზე ძნელი იქნება "ნაპოლი"-დან წასვლა
fani
31 დეკემბერი 2023 16:42
4
ამათი იწილო-ბიწილო მანამ გაგრძელდება, სანამ ხვიჩას გამოსასყიდი ფასი იმ თანხას არ გაუთანასწორდება, რა ფასადაც ნაპოლიმ შეიძინა კვარა.
fan - ს
02 იანვარი 2024 09:27
0
ჯუღაევი ყაზახეთის ლიგაზე ალაპარაკდა. ეტყობა, ყაზახეთიდან პრედლაჟენია მიიღო.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:24
18
წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვს. უეფა ანუ ევროპის ჩემპიონატების გაერთიანება გეოგრაფიულად ყაზახეთიდან იწყება და ინგლისით მთავრდება
დათო
31 დეკემბერი 2023 11:37
5
მამუკას ბოტების "აზრები" არ მაინტერესებს.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:49
8
ანუ, დაწყებული აქვს ევროპაში პერეგავორები?
სოსომ აბსოლუტურად სწორედ განმარტა პრობლემის არსი ქვემოთ კომენტარში.
გოგია
31 დეკემბერი 2023 12:26
2
ჩემი აზრით, ხვიჩას დონე აღარ შეესაბამება ჯუღელის, როგორც სკაუტის დონეს, როცა დინამოში ირიცხებოდა და რუსეთში გადაიყვანა, კი ბატონო, ამაზე მადლობა უნდა გადუხადოს ბატონმა ბადრიმ და ახალი სკაუტი უნდა მოძებნოს. ძაან პროვინციელი და გაუთლელი ტიპია ეს ჯუღელი, ევროპისთვის მითუმეტეს. ლაურენტისისნაირ სელებრით ტიპებთან სხვა გაქანების ხალხია საჭირო. ბოდიშით, თუ ვინმეს გაწყენინეთ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
31 დეკემბერი 2023 23:09
4
იმედია ამჯერად მაინც არ იზამს ეს ვაი აგენტი სისულელეებს.
გელა
30 იანვარი 2024 11:08
0
ზოგიერთი ჭკუისკოლოფი ეტყობა ბუღალტრათ მუშაობს რადგან გონია თუ ხელფასს მოუმატებენ უკეთესად ათამაშდება.გამოდის კარებში რომ ვეღარ ურტყავს მშიერია და ძალას ვერ ატანს.
ვა რა დონეა ტო
31 დეკემბერი 2023 14:53
10
უაზრო ტრაბახს სჯობს იქნებ დაელაპარაკოს ინდივიდუალურ ვარჯიშს მოუმატოს რათა შარშანდელი კვარა დაგვიბრუნდეს.ყველა დაიღალა ამდენი ლოდინით.
ასე მგონია
31 დეკემბერი 2023 16:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული