ჩაკვეტაძის 69 წუთი - "უოტფორდი" თასის მეოთხე რაუნდში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მესამე რაუნდში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე რანგით მეხუთე დივიზიონის „ჩესტერფილდი“ 2:1 კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა სასტარტოში დააყენა და 69-ე წუთზე შეცვალა.

„უოტფორდი“ შემდეგ მატჩს 14 იანვარს ჩემპიონშიფის 27-ე ტურში ლონდონში „ქუინზ პარკთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჩესტერფილდი 2:1
გოლები: 0:1 ქუიგლი (28), 1:1 რაიოვიჩი (77), 2:1 დელე-ბაშირუ (90+5)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი გიო შეუბერე შენებურად, თავი არ დაზოგო
საბურთალო
23:08 06-01-2024
1
ვუყურე თამაშს და არც მეგონა ჩესტერფილდი მეხუთე დივიზიონის გუნდი თუ იყო.მოსაგები ჰქონდა ჩესტერფილდს ეს თამაში.ჩაკვეტაძეს კიდევ კაპიკის საღირალი არ გაუკეთებია.პირველ ტაიმშივე იყო შესაცვლელი.საღოლ ძმაო ინგლისურ ლიგებს.მეხუთე დივიზიონის გუნდი თუ ასეთ ფეხბურთს თამაშობს,დანარჩენებზე რა უნდა ვთქვა.
ჯანაშია ვაგნერი
23:36 06-01-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული