არველაძის "ფატიჰ კარაგუმრუკი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
"ფატიჰ კარაგუმრუკი", რომლის მწვრთნელი შოთა არველაძეა, თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე 84-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ "სამსუნსპორთან".

"ფატიჰ კარაგუმრუკმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა (სამი არველაძის ხელმძღვანელობით), 17 ქულით მე-18 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში "ბეშიქთაშს" შეხვდება.

მატჩის დასრულების შემდეგ არველაძემ განაცხადა, რომ თავისი გუნდისგან მეტს ელოდა, ცუდად ითამაშეს, არც ერთი გუნდი არაფრით არ გამოირჩეოდა, მეტოქე ზეწოლას ვერ ახორციელებდა, თუმცა გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს რა ყველა დაქცეულ გუნდში უნდა წავიდეს და იქაც ყოველთვის გაფარჩაკდეს უნდა რააააა......
KOSTAKURTA
01:11 07-01-2024
12
ისევ მოცვის მოყვანას მიაწექი ოზურგეთში, არაა მწვრთნელობა შენი საქმე.
სოსო
01:17 07-01-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული