"ნაპოლის" ტიფოზები გადაირივნენ - ფეხბურთელებს ლაპარაკი აუკრძალეს და გუნდი გასახდელში გამოიკეტა

AutoSharing Option
"ტორინოსთან" განადგურებამ აღაშფოთა "ნაპოლის" გულშემატკივრები, რომლებმაც ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტიფოზებმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის სოციალურ ქსელებში შეუტიეს და მის გადადგომასაც მოითხოვენ.

ნამატჩევს ფანებმა გუნდი სტვენით გააცილეს და ფეხბურთელები გასახდელიდან 40 წუთის დაგვიანებით გავიდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. კომენტარი მხოლოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ გააკეთა. მან ქომაგებს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებენ, მაცარის სამუშაოდან დათხოვნას კი არ აპირებენ.

ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ
სტადიონზე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯან პიერო ვენტურა და ანტონიო კონტე იმყოფებოდნენ, რომლებიც მაცარის შესაძლო შემცვლელებად მოიაზრებიან. კონტემ მე-80 წუთზე დატოვა ტრიბუნა, რათა ჟურნალისტების კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

alt"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩს გამოეხმაურა

altრა შეფასებები მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა "ტორინოსა" და "ნაპოლის" მატჩში

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

alt"გასულ სეზონში "ნაპოლის" ფანები ამბობდნენ, რომ კვარაცხელია საუკეთესო იყო, "პარტენოპეი" ოსიმენის გარეშე არაფერს წარმოადგენს" - ნიგერიელი ჟურნალისტი

altდებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
დავიჯერო ესეთი გულუბრყვილო ფანები ყავს ან კიდევ თქვენ ჟურნა იმ ტვლისტები ვერ ხვდებით რომ ფეხბურთელები აშკარა საბოტაჟს მიმართავენარტო კაპიტნის საქციელი დან ჩანს ყველაფერი ადრე გუნდს თუ მთელი სულით და გულით მიუძღვოდა ეხლა მისი ნახევარიც არ არი ან კიდევ ყველა რომ გაქცევაზეა ვერ ხედავთ ეს იცის არა ადეკვატურმა განაწილიბამ კონტრაქტების გაფორმებისას კი მართალია ოსიმენი გუნდის ლიდერია მაგრამ კაპიტანზე 10 ჯერ მეტს ანაზღაურებას რომ მისცემ ობიექტურ გულაცრუებას იწვევს ასევე მოგყავს ახალი ფეხბურთელები რომლებსაც გუნდის გამოცდილ ლიდერებს უთანაბრებ აქაც გულისწყრომას იწვევს მოკლედ დიდი წუწურაქი ვინმეა ეს ჩვენი ვაი პაზოლინი ანუ ლორიენტესი ვისაც ფეხბურთი უნდა ემართა მოედანზე და მის მიღმა ყველა უკმაყოფილო გაექცა და ეხლა მარჩიელობა ჩვენი ჩვენი საჯავრებელი გვაქვს როგორც დუბლინში მოხდა ისეთივე პირი უჩანს ეტყობა გაიგო რომ კარგი გუნდი ელაპარაკებოდა მის გადაბირებას და ამ წუწურაქმა ასტრონომიული თანხა დააბრეხვა ხოდა აცრუებული აქვს გული ჩვენსასაც მითუმეტეს ის კარგი გუნდი მადრიდიდან თუ იყო!!??
კახა
09 იანვარი 2024 02:29
0
რა უმადურობაა! თუ ამ ფანებს უნდა უგოროს კოჭი ხვიჩამ, აჯობებს, დატოვოს კლუბი. მაგრამ რაღაცა კაბალურ პირობებშია - ხელფასი დაბალი აქვს, გამოსასყიდი თანხა კი კატასტროფულად მაღალი. ლაურენტისს და ამ უმადურ ფანებს უნდა დაემშვიდობოს, რაც შეიძლება მალე!..
კირკიტა
08 იანვარი 2024 20:10
2
ფეხბურთი მარტო ფული არ არი, ფეხბურთს 24 საათი უფასოდ ვთამაშობდით.. მოტივაცია აკლია კვარას.. ბურთს რო მიიღებს არ იცის რა გააკეთოს იმიტო რო დაკარგულია,რაღაცეებზე ფიქრობს და მოედანზე არ არი.. ფსიქოლოგი ჭირდება ვინც მოცემულ სიტუაციას აუხსნის.. ეტყვის რო ამდენი ქომაგი ბევრ კარგ ფეხბურთელს არ ჰყავს ამით ბედნიერი უნდა იყოს და თავისუფლად ითამაშოს.. კარგ ქვეყანაშია,ხელფასიც ნორმალური აქვს.. სიმშვიდე და ჯანი არ აკლია დანარჩენი ხო ფუფუნების დონეებია.. ხვიჩა შებერე ძმაო ,გუნდელებს რწმენა დაუბრუნე .. რივალდოს ბარსა 4 გოლს რო გაუშვებდა 5 გოლი გაქონდა, მაგიტო ყავდა ყოველთვის ბარსას უამრავი ფანი..
berg
08 იანვარი 2024 18:47
5
არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა...
Აკო
08 იანვარი 2024 17:01
1
მე არ ვიცი რა არის ხვიჩას ასეთი თამაშის მიზეზი, შეიძლება გუნდში არის არეული სიტუაცია, შეიძლება ხელფასის ანუ დაუფასებლობის გამო აქვს მოტივაცია დაკარგული.
ყველამ თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ფეხბურთის გუნდში კი არა უბრალოდ ჩვეულებრივ სამსახურში, სადაც ერთერთი საუკეთესო ხარ, საქმეს 5 იანზე აკეთებ მაგრამ შენზე ნაკლებ თანამშრომელს აქვს შენზე მეტი ხელფასი და მენეჯმენტი არც კი აპირებს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვას, რავიცი არ მგონია ვინმე ამ სიტუაციაში მოტივირებული იყოს, მაგრამ თუ არ მოინდომა კვარამ ფორმას დაკარგავს და ტოპ გუნდში გადასვლის შანსი მაგრად მოიკლებს, ამიტომ ნაპოლის და ლაურენტისის გამო კი არა საკუთარი მომავლის გამო უნდა მოინდომოს.
ისე ხვიჩას სიტუაცია მაგონებს იმ პერიოდს როდესაც რუბინმა ძალიან დიდი ფული მოითხოვა და ტრანფერი ჩაიშალა, მაგის მერე იყო დემოტივირებული და არ თამაშობდა პრაქტიკულად, ნაპოლიში დაიწყო ისევ, ძაან გავს იმ დროს.
zura
08 იანვარი 2024 15:00
1
დღევანდელი ნაპოლი კიდევ ერთი მაგალითია იმისა. როგორ არ უნდა მართო გუნდი. და რომ ძუნწი ორჯერ იხდისო. ზოგადად, ნათქვამია, თევზი თავიდან ყარსო, და ლაურენტისია თავისი გამოხტომებით და ჟმოტობით ყველაფრის თავი და თავი. რა გუნდით რა შედეგი დაუდო შარშან სპალეტიმ, ამ გნიდამ კიდე, სახლში გაუშვა.. ხვიჩას რაც შეეხება, სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს, რომ ჭ კლასის ფეხბურთელის ხელფასს უხდი, სხვა რამეს არც ინდა ელოდო.
არტემი
08 იანვარი 2024 12:20
3
რა ხელფასაც უხდიან იმ თანხის საფასურ ფეხბურთს თამაშობს….
zola
08 იანვარი 2024 10:46
3
ჩემი აზრით კვარა "უოტფორდში" უნდა წავიდეს და ჩაკვესთან ერთად მაგარ დუეტს შექმნიან
gega
08 იანვარი 2024 03:27
15
შენ ვითომ მწარედ ხუმრობ,მაგრამ დღევანდელ ნაპოლიში ყოფნას,უოტფორდში ,ჩაკვესთან ერთად თამაში,ნამდვილად აჯობებდა!ჩაკვე გააცოცხლეს და ხვიჩა ხომ ისედაც გაცილებით უკეთეს ფორმაშია,გაფრინდებოდა!უოტფორდსაც გადაიყვანდნენ პრემიერლიგაში და თვითონაც იხეირებდნენ.
სოსო
08 იანვარი 2024 13:19
2
და მოდი ჩაკვე გადმოვიყვანოთ ნაპოლში :)))))
ლშა_იუვენტინო
08 იანვარი 2024 12:10
2
ლაურენტესია გასალახიიიიიიი
სიმართლე
08 იანვარი 2024 01:50
3
ხვიჩას პოსტკოვიდური ფილტვის ფიბროზი აქვს.ამიტომ უჭირს სირბილი.ვფიქრობ ყველასთვის სამწუხარო ფაქტია.
insider
08 იანვარი 2024 01:43
18
ფიბროზი კი არა ტვინის ფაღარათი აქვს
გუგა
08 იანვარი 2024 01:56
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული