"უოტფორდის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის გამწვავება რამდენჯერმე მოახერხა, თუმცა მეტოქის კარის წინ მისი გადაცემებით თანაგუნდელებმა ვერ ისარგებლეს.
პირველ ტაიმში შეხვედრაში მომენტი ფაქტობრივად არ შექმნილა. მეორე ნახევარში "ირმები" გააქტიურდნენ და მე-60 წუთზე ჯეკ ლივერმორმა ულამაზესი შორეული დარტყმით სტუმრები დააწინაურა, გატანილი გოლიდან 4 წუთში კი ინგლისელმა ნახევარმცველმა კვლავ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტმით დუბლი შეასრულა.
77-ე წუთზე "ქუინს პარკის" ფორვარდმა ლინდონ დაიკსმა "უოტფორდის" მცველების შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
ამრიგად, "ირმები" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 იანვარს, "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.
რა შეფასება მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ "პლიმუთთან" მატჩში
"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
"გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს