![](https://sportall.ge/pictures/image5/6c8d012d4e4ff58ab3c1dddbb1d750de.jpg)
"უოტფორდის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის გამწვავება რამდენჯერმე მოახერხა, თუმცა მეტოქის კარის წინ მისი გადაცემებით თანაგუნდელებმა ვერ ისარგებლეს.
უცხოურმა პორტალმა Flashscore-მა "ჩაკვეს" თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მეორე უცხოურმა გამოცემა Whoscored-მა 6.8, Sofascore-მა კი 6.9.
შეგახსენებთ, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილზეა.
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა